ეკონომიკასაქართველო

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მხრივ დეკემბერში ისევ იტალია და საბერძნეთი ლიდერობდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ მთლიანობაში 150.9 მლნ აშშ დოლარი (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარი) მეტია 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი 18 ქვეყანაზე მოდის – ეს ის ქვეყნებია, საიდანაც საქართველოში დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხა შემოვიდა. სწორედ ამ 18 ქვეყანაზე მოდიოდა 2017 წლის დეკემბერშიც მთელი ფულადი გზავნილების  94.2 პროცენტი.

რაც შეეხება კონკრეტულ თანხებს კონკრეტული ქვეყნებიდან: პირველ ადგილზე ისევ რუსეთია 43,8 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილს კი კვლავ იტალია იკავებს 20,0 მლნ აშშ დოლარით; საბერძნეთიდან გასული წლის დეკემბერში 17,1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – 15,1 მლნ აშშ დოლარი, ისრაელიდან – 13,0 მლნ აშშ დოლარი, თურქეთიდან – 7,8 მლნ აშშ დოლარი, გერმანიიდან, ისევე როგორც ესპანეთიდან – 4,1 აშშ დოლარი; საფრანგეთიდან 2,0 მლნ აშშ დოლარია გადმორიცხული.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც საქართველოში დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, არის: პოლონეთი (2,2 მლნ), გაერთიანებული სამეფო (1,5 მლნ), კვიპროსი (1,2 მლნ), უკრაინა (2,8 მლნ), აზერბაიჯანი (2,2 მლნ), ყაზახეთი (1,7 მლნ), ყირგიზეთი (1,5 მლნ), კანადა (1,4 მლნ), სომხეთი (1,0 მლნ).

2018 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა საქართველოდან გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობაც:  2018 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (57.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 1.9 მლნ აშშ დოლარით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში (19.8 მლნ აშშ დოლარი ანუ 51.8 მლნ ლარი).

იხ. გრაფიკა (სქრინშოთი ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან).

წყარო: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3561

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close