დღის თემარას არ გაიგებ/ფაქტებიnews

რამდენიმე საათში მთვარის სრული დაბნელება დაიწყება და მთვარე გაწითლდება

21 იანვარს, სავსემთვარეობის პირველ დღეს, მთვარის სრული დაბნელება მოხდება, რომელიც კარგად გამოჩნდება საბერძნეთიდან. რამდენიმე საათში, გამთენიისას დედამიწის თანამგზავრი ისეთ პოზიციაში აღმოჩნდება, რომ მას დედამიწის ჩრდილი დაფარავს – ეს ასტრონომიული მოვლენა დიდებული სანახაობაა, რომელსაც ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლები დაინახავენ.

დაბნელება დაიწყება ათენის დროით დილის 4 საათსა და 36 წუთზე (თბილისის დროით 6 საათსა და 36 წუთზე) და მაქსიმუმს 7 საათსა და 12 წუთზე მიაღწევს (თბილისის დროით 9 საათსა და 12 წუთზე; ამ დროისთვის მიიღებს მთვარე წითელ ფერს). სამწუხაროდ, ამ მოვლენის ეფექტს ნაწილობრივ წაშლის მზის ამოსვლა 7 საათსა და 38 წუთზე (ათენში). თანამგზავრი დედამიწას თითქმის მინიმალურ მანძილზე, 357 336 კილომეტრზე მიუახლოვდება და ამის გამო ძალიან დიდი გამოჩნდება – ამიტომაც არის დღევანდელი დაბნელება უნიკალური; თუ ამ მოვლენას დღეს ვერ დააკვირდებით, 2037 წლამდე მოგიწევთ მოცდა, როდესაც ანალოგიური სურათი განმეორდება.

ბოლო მთვარის სრული დაბნელება გასული წლის 27 ივლისს მოხდა, ხოლო მომდევნო დაბნელება 2021 წლის 26 მაისს იქნება, თუმცა მას საბერძნეთიდან ვერ დაინახავენ.

ეს ასტრონომიული მოვლენა ხდება იმის გამო, რომ მთვარე დედამიწის მიერ წარმოქმნილი ჩრდილის კონუსში შედის, რომლის დიამეტრი 363 000 კმ-ია.

თავისთავად, მთვარის დაბნელება ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ე. წ. სუპერმთვარის შემთხვევაში, რადგან დედამიწიდან დაშორება ძალიან მცირდება, მნათობი ჩვენს პლანეტაზე გრავიტაციულ ზემოქმედებას აძლიერებს, რამაც შეიძლება ბუნებრივი კატასტროფების პროვოცირება გამოიწვიოს.

მეცნიერების აზრით, შესაძლოა გაიზარდოს სუიციდის მცდელობები, ამასთან, უნდა გაფრთხილდნენ ადამიანები, რომლებსაც რაიმე ქრონკული დაავადებები აწუხებთ (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების დროს); დეპრესიისკენ მიდრეკილი და არამყარი ფსიქიკის, აგრეთვე, ადვილად აღგზნებადი ადამიანები, იპოქონდრიკები.

სუპერმთვარის ზემოქმედება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close