კრიმინალისაზოგადოებაnewsსაბერძნეთი
ბერძნულ უნივერსიტეტებში უცნაური კონვერტები მიიღეს: შვიდი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა
9 იანვარს უცნაური კონვერტი მიიღეს კუნძულ ლესბოსზე, ქალაქ მიტილინში. ქალაქის უნივერსიტეტის რექტორის სახელზე გაგზავნილი წერილი გაურკვეველ მტვერს შეიცავდა. კონვერტის გახსნისას ოფისში შვიდი თანამშრომელი იმყოფებოდა, რომელთაც კანზე ალერგიის ნიშნები გაუჩნდათ. პროფილაქტიკის მიზნით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ასეთი სახის საეჭვო კონვერტები სხვა ბერძნულ უნივერსიტეტებშიც მიიღეს. მათი საერთო რაოდენობა თხუთმეტს აღწევს. ყველა წერილი ინდოეთიდან არის გამოგზავნილი. კონვერტებში აღმოაჩინეს ბროშურები უცნაური წარწერით ინგლისურ ენაზე: „ისლამი გაიმარჯვებს მუსლიმების გარეშე“.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის კონვერტში აღმოჩენილი მტვერი, ასევე ის, თუ რა იყო ეს – ბოროტი ხუმრობა თუ ტერორისტული ქმედება. იმედია, საბერძნეთი ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნედ არ გადაიქცევა.
კომენტარები