საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

გადაფხიკა და… მოიგო ასი ათასი

იღბლიანი გამოდგა ახალი წელი საბერძნეთის ქალაქ აღრინიოს მცხოვრებისთვის. გადასაფხეკი ლატარიის ბილეთით მან 100 ათასი ევრო მოიგო.

როგორც ბერძნული პრესა იუწყება, სიგარეტის საყიდლად გამოსულმა მამაკაცმა გადაწყვიტა დარჩენილი ხურდით გადასაფხეკი ლატარიის ბილეთი შეეძინა და მოულოდნელად საბერძნეთში აღნიშნული გათამაშების ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა, ასი ათასი ევრო მოიგო.

იღბლიანი მამაკაცის ვინაობა არ სახელდება, თუმცა აღნიშნულია, რომ მან მეგობრები არ დაივიწყა და მათთან ერთად მოილხინა.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close