დღის თემამსოფლიოიტალია

იტალიის მმართველმა პარტიამ სენატში მარიხუანის ლიბერალიზაციის კანონპროექტი წარადგინა

მარიხუანის მოყვანა და გაყიდვა და მისი წარმოება პირადი მოხმარებისთვის სავსებით შესაძლებელია მალე იტალიაში დანაშაულად აღარ ჩაითვალოს. შესაბამისი კანონპროექტი იტალიის პარლამენტის ზედა პალატას – სენატს პალაცო მადამაში (PALAZZO MADAMA, იტალიის პარლამენტის სენატის რეზიდენცია) 9 იანვარს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ სენატორმა მატეო მანტერომ წარუდგინა. ანალოგიური იდეა უკვე იყო მსჯელობის საგანი 2016 წლის 25 ივლისს, თუმცა მაშინ მას დეპუტატთა პალატამ მხარი არ დაუჭირა.

„ბევრი თანხმდება, რომ სისულელეა მათი სამართლებრივი დევნა, ვინც კანაფს ეწევა, რადგან მარიხუანა ისე არ ვნებს ორგანიზმს, როგორც ალკოჰოლი და თამბაქო“, – დარწმუნებლები არიან პარტიის დეპუტატები.

„ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფაქტობრივად, ალკოჰოლის რისკის ინდექსი 114-ჯერ მაღალია, ვიდრე კანაბისის; მას [ალკოჰოლს] მოსდევს ჰეროინი, კოკაინი და თამბაქო“, – განმარტავს სენატორი მანტერო და ხაზს უსვამს, რომ „იტალიელთა 70 პროცენტზე მეტი ლეგალიზაციას მხარს უჭერს“.

სენატორის თქმით, ამ წინადადებას ეთანხმება აგრეთვე, მაფიასთან ბრძოლის ეროვნული სამმართველოც, მსუბუქი ნარკოტიკების მოყვანისა და გაყიდვის ლეგალიზაციით, „რომელსაც ნარკოტიკების ბაზრის ნახევარზე მეტი უჭირავს, ქვეყანა თითქმის 800 მლნ ევროს დაზოგავს“.

დეპუტატი ახსენებს  ქვეყნებს, რომლებმაც მარიხუანის ლეგალიზაცია აირჩიეს – არჩევანმა, რომელიც გააკეთეს ჰოლანდიამ, ესპანეთმა და აშშ-ის რამდენიმე შტატმა, მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია.

კანონპროექტი 9 მუხლს მოიცავს. დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ მოხდება ლიბერალიზცია, რომელიც ქვეყნის რეზიდენტ სრულწლოვან პირებს გარკვეული რაოდენობის (მაქსიმუმ 3 მდედრობითი მცენარე) კანაფის მოყვანის უფლებას მისცემს რეკრეაციული გამოყენებისათვის. ასევე ნებადართულია კულტივირება ჯგუფურად (ჯგუფში არ უნდა იყოს 30 კაცზე მეტი).

იმისათვის, რომ პირმა მარიხუანის მოყვანა დაიწყოს სახლში, საკმარისი იქნება ამისთვის კომპეტენტურ პრეფექტურას აცნობოს წინასწარი ნებართვის მიღების გარეშე. დებულება, აგრეთვე, ნებას რთავს პირს, თან ჰქონდეს 5 გრამი (არა უმეტეს) მარიხუანა, სახლში კი დაშვებულია 15 გრამამადე „მოსაწევის“ ქონა.

„ლა რეპუბლიკა“ წერს, რომ კანონპროექტის მხარდაჭერისგან თავს იკავებს ოჯახის მინისტრი ლორენცო ფონტანა, რომელიც ამბობს, რომ ეს თემა შეთანხმებული არ ყოფილა, ის არ შედის სამთავრობო კონტრაქტში და არც „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ პროგრამაში იყო. იგი თემას პროვოკაციულს უწოდებს. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ დეპუტატებს კი მიაჩნიათ, რომ ვინც ლეგალიზაციას მხარს არ უჭერს, შეგნებულად თუ უნებლიედ  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ინტერესებს იცავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close