საზოგადოებაnewsსაბერძნეთი
ახალი გამოწვევა თამთასთვის – მომღერალი „ევროვიზია 2019“-ზე კვიპროსის სახელით გამოვა
წინასაშობაო დღეებში ცნობილი გახდა კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2019 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე ქვეყანას საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს.
2007 წელს თამთამ მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის შიდა კონკურსში, მაგრამ მაშინ მისი მშვენიერი ბალადა With Love პირველ ადგილზე ვერ გავიდა. ამჯერად კვიპროსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაწყვიტა, ქართველი მომღერლისთვის პოპულარულ კონკურსზე ქვეყნის პრესტიჟის დაცვა მიენდო. კონკურსის ფინალი 2019 წლის მაისში ისრაელში გაიმართება. როგორც კვიპროსული და ბერძნული მედია იუწყება, სიმღერა Replay, რომელსაც თამთა შეასრულებს, ქართველი მომღერლის სტილს ძალიან უხდება და მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
წარმატება ვუსურვოთ ქართველ მომღერალს, კიდევ ერთხელ გაეხარებინოს თავისი თაყვანისმცემლების და გულშემატკივრების გული მორიგი გამარჯვებით. სანამ თამთას ახალ საკონკურსო სიმღერას მოვისმენთ, გავიხსენოთ 2007 წლის კონკურსზე თამთას მიერ ნამღერი With Love:
კომენტარები