მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsიტალია

„ავტომანქანების ფარები ვარსკვლავებს აწუხებენ“ – ვენეტოში პოლიციამ სინათლით დაბინძურებისთვის პირველი ჯარიმა გამოწერა

პადუის პოლიციამ ადგილობრივი ავტოსალონის მფლობელები 1715 ევროთი დააჯარიმა. საჯარიმო სანქციის მიზეზი საკმაოდ უჩვეულოა: პოლიციამ მიიჩნია, რომ პროჟექტორების და ავტომობილების ფარების შუქი ვარსკვლავებს აწუხებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვენეტოში გამოიყენეს კანონი „სინათლით დაბინძურებასთან ბრძოლის შესახებ“. ამის თაობაზე ასოციაცია VENETO STALLATO ავრცელებს ინფორმაციას.

ტერმინის „სინათლით დაბინძურება“ ქვეშ მოიაზრება ღამის ცის განათება ხელოვნური საშუალებებით: მათგან გამონასხივები შუქი ატმოსფეროს ქვედა ფენებში იფანტება და ხელს უშლის ასტრონომიულ დაკვირვებებს, აგრეთვე, ცოცხალი არსებების ბიორიტმებს ცვლის.

კანონი „სინათლით დაბინძურებასთან ბრძოლის შესახებ“, რომელიც ვენეტოში 2009 წელს მიიღეს, მოითხოვს, რომ ხელოვნური მოწყობილობებისგან მიღებული შუქი ქვემოთ ან ჰორიზონტალურად იყოს მიმართული. ამ ნორმის დარღვევებისთვის, რომელთა აღმოსაფხვრელადაც კანონი 60-დღიან ვადას იძლევა, დაწესებულია ჯარიმა 260-იდან 1030 ევრომდე განათების ერთ წყაროზე. 2009 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული კანონის საფუძველზე დამრღვევს საჯარიმო სანქცია დაუწესეს.

წყარო: www.tgcom24.mediaset.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close