მსოფლიოnewsკრიმინალი

საფრანგეთში საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს:

„სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სტრასბურგში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველას, ვისაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განაცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, საღამოს სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე ერთმა პირმა ცეცხლი გახსნა. მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია 3, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი. როგორც ფრანგული მედია იუწყება, შესაბამისი ორგანოები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ. სტრასბურგში საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ ბოროტმოქმედი და მიმდინარეობს მისი ძებნის სპეცოპერაცია.

ქალაქის ცენტრალური ნაწილი პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. არსებული ინფორმაციით, დაიხურა ევროპარლამენტი და შენობაში მყოფ პირებს აეკრძალათ მისი დატოვება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close