მსოფლიოnewsკრიმინალი

3 დაღუპული და 13 დაშავებული – სტრასბურგის ტერაქტში ბრალდებულმა შესაძლოა საფრანგეთის ტერიტორია დატოვა

გუშინ, 11 დეკემბერს, საღამოს მომხდარი სროლა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე, ქალაქის ცენტრში, ოფიციალურად უკვე შეფასდა ტერაქტად. სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

ტერაქტში ეჭვმიტანილია ადგილობრივი მკვიდრი 29 წლის მამაკაცი, რომელიც იძებნება. თვითმხილველების თქმით, სროლისას ის ყვიროდა „ალაჰ აკბარ“.

ეჭვმიტანილმა შესაძლებელია უკვე დატოვა საფრანგეთის ტერიტორია, – იუწყება France Inter-ი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, ლორან ნუნიესის სიტყვებზე დაყრდნობით. „ამას ვერ გამოვრიცხავ, – განაცხადა ნუნიესმა ჟურნალისტებთან საუბარში, –  მეტს ვერაფერს ვიტყვი, ძებნა გრძელდება“.

მისივე თქმით, დანაშაულის მოტივი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი სირიაში არასდროს ყოფილა და არც არასდროს უცდია იქ წასვლა.

მამაკაცი სამშაბათს  დილით  უნდა დაეკავებინათ მკვლელობის მცდელობასა და ძარცვებში მონაწილეობისთვის, მის შესახებ ცნობები უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს კარტოთეკაში იყო. ფრანგული მედიის ცნობით, სამშაბათს დილით, ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიცია მასთან სახლში მივიდა მივიდა დასაკავებლად, მაგრამ მამაკაცი სახლში არ აღმოჩნდა. ბინის ჩხრეკისას ხელყუმბარები იპოვეს.

ტერაქტის გამო ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close