მსოფლიოიტალიაკრიმინალი

იტალიაში დისკოთეკაზე მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე დააკავეს

იტალიის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს იტალიის მოქალაქე, 17 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც კორინალდოში (ანკონის მახლობლად) დისკოთეკაზე სპრეი გააფრქვია, რაც 6 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა, – ამის თაობაზე AFFARI ITALIANI იუწყება.

ჩხრეკისას პოლიციელებმა ახალგაზრდას ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს, მათ შორის, ჰეროინი და კოკაინი, აგრეთვე, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა ნაღდი ფულის სახით. ის, რომ დამნაშავე ნამდვილად დაკავებული ახალგაზრდაა, პოლიციას თვითმხილველებმა დაუდასტურეს, რომელთა აღწერის მიხედვითაც იგი დააკავეს. თვითმხილველთა ინფორმაცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებითაც დადასტურდა.

7-იდან 8 დეკემბრის ღამეს ანკონის პროვინციაში, კორინალდოში დისკოთეკაზე ჭყლეტის შედეგად 6 ადამიანი (5 არასრულწლოვანი და ერთ-ერთი მათგანის დედა) დაიღუპა. სპრეის გარდა, ტრაგედიის ძირითადი მიზეზი გახდა ის, რომ დისკოთეკაზე დარბაზის ტევადობაზე (470 კაცი) თითქმის 3-ჯერ მეტი – 1500-მდე ბილეთი იყო გაყიდული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close