მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ახალი თავმჯდომარე ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლას გეგმავს

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალი თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, რომელმაც ეს პოსტი 7 დეკემბერს დაიკავა, ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლას აპირებს. ინფორმაციას გერმანულმა მედია ავრცელებს.

ანგელა მერკელის პარტიული „მემკვიდრე“ და მის ფავორიტად მიჩნეული ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აცხადებს, რომ მერკელის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებები, სავარაუდოდ, 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებამდე განხორციელდება. მისივე თქმით, მიგრაციისა და უსაფრთხოების თემაზე მომავალი წლის იანვარში დისკუსიები გაიმართება ექსპერტებსა და მერკელის ოპონენტებთან ერთად მიგრაციული პოლიტიკასთან, დევნილების და მიგრანტთა საკითხებთან დაკავშირებით. დისკუსიების მიზანი იქნება კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა ამ სფეროში არსებული საკმაოდ რთული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ანგელა მერკელი 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მიგრანტთა  მიმართ მერკელის „ღია კარის“ პოლიტიკამ, 2015 წლიდან მოყოლებული, გერმანიის კანცლერის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა და რეგიონულ არჩევნებში მისი პოზიციები შეასუსტა. კანცლერად მეხუთედ არჩეულ ანგელა მერკელს უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურება. როგორც გერმანიის უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების – „ქრისტიან-დემოკრარტიული პარტიის“ ლიდერი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, დიდი ალბათობით, შესაძლებელია გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდეს.

იანვარში ექსპერტებსა და ოპონენტებთან გამართული შეხვედრების და დისკუსიების შედეგები დაედება საფუძვლად გფრ-ს პროგრამას ევროპარლამენტის არჩევნებზეც 2019 წლის მაისში. ამ არჩევნებში გამარჯვებული პარტია ევროკომისიის პრეზიდენტის დანიშვნის უფლებას მოიპოვებს. ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში 2014 წელს, ისევე როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში გამართულ ყველა არჩევნებში, „ევროპის სახალხო პარტია“ გაიმარჯვა, რომელიც ევროკავშირის ცენტრისტულ და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიებს აერთიანებს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close