ვიდეომსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsიტალია

ნეაპოლში საშობაო ნაძვის ხე წელსაც მოიპარეს

საშობაო ნაძვის ხე, რომელიც 4 დეკემბერს აღმართეს ნეაპოლის სავაჭრო გალერეა „უმბერტოში“, ისევ მოიპარეს, – იტყობინება იტალიური გაზეთი LA REPUBBLICA.

უცნობებმა ხე წააქციეს და წაიღეს. მეორე დღეს პოლიციამ გალერეა „უმბერტოს“ ნაძვის ხე ერთ-ერთ ქუჩაზე დაგდებული იპოვა ნეაპოლის ესპანურ კვარტალში.

La Repubblica სათვალთვალო კამერის ჩანაწერს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რამდენიმე კაპიუშონიანი და ნიღბიანი მოზარდი როგორ აქცევს დაახლოებით 7-8 მეტრი სიმაღლის საშობაო ნაძვს და შემდეგ როგორ მიათრევს.

ამგვარი ხულიგნური ქმედება ყოველ წელს მეორდება – წელს გალერეა „უმბერტოს“ საშობაო ნაძვმა სამ დღეს „გაძლო“, შარშან, მაგალითად, ის დადგმიდან მეორე დღესვე მოიპარეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close