მსოფლიოიტალიაკრიმინალი

კალაბრიული მაფიის – „ნდრანგეტას“ 90-მდე წევრი ევროპის 4 ქვეყანაში ერთდროულად დააკავეს

იტალიის, გერმანიის, ნიდერლანდების და ბელგიის პოლიციამ 5 ერთობლივი რეიდები ჩაატარა იტალიური მაფიის წინააღმდეგ, – ამის თაობაზე 5 დეკემბერს სააგენტო ASSOCIATED PRESS-ი იუწყება.

კალაბრიული „ნდრანგეტას“ წინააღმდეგ წარმოებული სპეცოპერაციის მსვლელობისას ევროკავშირის 4 ქვეყანაში 90-მდე ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაციისთვის, რომლის კოდური სახელწოდებაა „პოლინი“, ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურები 2016 წლიდან ემზადებოდნენ. დღევანდელი შეტევა კალაბრიულ მაფიაზე დიდი ხნის საგამოძიებო საქმიანობის შედეგია, რომელსაც ერთობლივად აწარმოებდნენ იტალიის სასამართლო და საპოლიციო ძალები ნიდერლანდების და გერმანიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით.

ოპერაციის დეტალებზე რომში, მაფიასთან ბრძოლის და კონტრტერორისტული სამმართველოს შტაბ-ბინაში ადგილობრივი დროით 16:30 საათისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მაფიასთან ბრძოლის ნაციონალური პროკურორი და რეჯო კალაბრიის პროკურორი. დაკავებულებს, სავარაუდოდ, ბრალად წაუყენებენ ფულის გათეთრებას, ნარკოტიკების ორგანიზებულ გასაღება-გავრცელებას, პროდუქციის კონტრაფაქციას და სხვა მძიმე დანაშაულებს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close