2020 წლიდან იტალიაში ყველა ტელევიზორი ან smart-tv უნდა იყოს, ან სპეციალური დეკოდერით „აღჭურვილი“, HEVC-ის – გამოსახულების შეკუმშვის ახალი პროგრამის მხარდაჭერით, სხვა შემთხვევაში მფლობელი სატელევიზიო გადაცემებს ვეღარ უყურებს.
2020 წლის პირველ ივლისს, სატელევიზიო სიხშირეების გადანაცვლების გამო, იტალია ციფრულ სატელევიზიო სტანდარტზე – DVB-T2-ზე გადავა, რომელიც სიგნალის უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ამ თარიღისთვის მოქალაქეებს, რომლებსაც „ჭკვიანი“ ტელევიზორი არ აქვთ, ან ახალი ტელევიზორის ყიდვა მოუწევთ, ან სპეციალური დეკოდერის, რომელიც ძველ ტელევიზორს „ახალ ფორმატში“ აამუშავებს.
წინა მთავრობამ ამ მიზნით ბონუსის გამოყოფა გადაწყვიტა მათთვის, ვისაც ახალი ტელევიზორის ან დეკოდერის ყიდვა მოუწევს.
გუშინ ზოგიერთმა იტალიურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა მთავრობის მიერ შექმნილი 100-მილიონიანი ბონუსის ფონდი 150 მილიონამდე გაიზრდება და ეს თანხა იტალიის რეზიდენტების მიერ დეკოდერების ან „ჭკვიანი“ ტელევიზორიების შესაძენად გაწეული დანახარჯების კომპენსაციისთვის იქნება გამოყენებული.
საქართველომ ამ მხრივ იტალიას 5 წლით გაუსწრო – საქართველოში ციფრულმა მაუწყებლობამ ანალოგური მაუწყებლობა 2015 წლის ივლისში შეცვალა.
კომენტარები