მსოფლიოსაზოგადოება
იტალიაში შობადობა ყოველწლიურად 3 პროცენტით იკლებს

2017 წელს იტალიაში 458 151 ბავშვი დაიბადა, რაც 15 000-ით ანუ 3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, – ამ ინფორმაციას დღეს, 28 ნოემბერს იტალიის სტატისტიკის ეროვნული სამსახური – ISTAT-ი ავრცელებს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში იტალიაში შობადობა თანაზომიერად იკლებს, ყოველწლიურად 3%-ით. 2008 წელთან შედარებით კი შობადობა ქვეყანაში 20%-ით შემცირდა (2008 წელს 580 000-მდე ბავშვი დაიბადა).
2017 წელს დარეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი, როდესაც მეუღლეები ორივე იტალიის მოქალაქეა, 359 ათასამდე იყო, რაც 14 ათასით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო 121 ათასით ნაკლები, ვიდრე 2008 წელს.



