საზოგადოებაქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურასაბერძნეთი

საბერძნეთის ულამაზესი კუნძული კერკირა ბერძნულ-ქართულ ფორუმს მესამედ უმასპინძლებს

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრმა „კავკასიამ“ საბერძნეთში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება მიუძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ამ ღონისძიებათა ციკლის ბოლო აკორდი იქნება საქველმოქმედო კონცერტი კუნძულ კერკირის (საბერძნეთი) დედაქალაქში „ბერძნულ-ქართულ კულტურათა III დიალოგის“ („3ο Αντάμωμα Πολιτισμών Ελλάδας – Γεωργίας στην Κέρκυρα“) ფარგლებში.

საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება პირველ დეკემბერს ქ. კერკირის მუნიციპალიტეტის 800-კაციანი თეატრის დარბაზში (Δημοτικό Θέατρο της Κέρκυρας; დასაწყისი 20:00 საათზე). ღონისძიებაში  მონაწილეობენ „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კოლექტივები და ცნობილი კერკირელი მუსიკოსები.

პარალელურად მოეწყობა ქართული ხელნაკეთი სამკაულების, ემიგრანტი ხელოვანების ნამუშევრების, ხალხური რეწვის, წიგნებისა და საქართველოს კულტურის ამსახველი საილუსტრაციო მასალის გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა ორივე ასოციაციის საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

ღონისძიების ინიციატორები არიან  კ. კერკირის „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაცია“ (თავმჯდომარე – იოანის გარნელისი) და ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“ (დამფუძნებელი – ავთანდილ მიქაბერიძე) და ხორციელდება ორივე ასოციაციის მეგობრული ურთიერთთანადგომითა და თვითდაფინანსებით.

ეს მესამე ბერძნულ-ქართული ფორუმია კუნძულ კერკირაზე. პირველი ფორუმი 2014 წლის 11-12 იანვარს გაიმართა, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ ინიციატივით, ადგილობრივ კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციასთან თანამშრომლობით – კ. კერკირის დედაქალაქში მოეწყო „ბერძნულ-ქართულ კულტურათა დიალოგი“  მუნიციპალიტეტისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების UNESCO-ს ასოციაციის ეგიდითა და ხელშეწყობით. ამავე ორგანიზაციების თაოსნობითა და ხელშეწყობით ჩატარდა მეორე ფორუმიც კუნძულ კერკირაზე 2016 წლის 8-10 იანვარს.

წლევანდელი ღონისძიება, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება და შესანიშნავი ინიციატივაა საქართველოს ღირსეულად წარმოსაჩენად საბერძნეთის რესპუბლიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 210 7211226 / 6999 640412 / 6995 956444

2016 წლის ღონისძიების აფიშა

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close