პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთში ოპოზიციას უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი აღელვებს

საბერძნეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ნეა დიმოკრატიას“ დეპუტატი მილტიადის ვარვიციოტისი შეშფოთებას გამოხატავს ნატურალიზაციის გზით უცხოელებისთვის საბერძნეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის მიმდინარეობით.

დეპუტატის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 137 პროცენტით გაიზარდა იმიგრანტების რაოდენობა, რომლებმაც საბერძნეთის მოქალაქეობა მოიპოვეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებისგან ითხოვს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კიდევ რამდენი განაცხადი არის შესული და როგორი სურათი ჩამოყალიბდება ქვეყანაში ამ თვალსაზრისით უახლოეს მომავალში.

შეგახსენებთ, რომ მომავალ წელს საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და, სავარაუდოდ, „ნეა დიმოკრატია“ მმართველი კოალიციის დამარცხებას შეძლებს. ასეთ შემთხვევაში საბერძნეთის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს სათანადო პრეცედენტი იტალიაში.

ალექსი დავითაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close