მსოფლიოnews

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს – ქალაქი პარადაისი გადაიწვა, არის მსხვერპლი

აშშში, კალიფორნიის შტატი ქალაქ პარადაისში ხანძარი მძვინვარებს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ხანძარი ხუთშაბათს ტყეებში გაჩნდა, შემდეგ კი დასახლებულ პუნქტში გავრცელდა. ბოლო მონაცემებითცეცხლი 8 ათას ჰექტარზეა გავრცელებული და ძლიერი ქარის გამო, კიდევ უფრო მეტ ფართობს ედება. ქალაქში სამი ათასამდე სახლია დამწვარი,  მოსახლეობა მთლიანად გაიყვანეს – 27 ათასი ადამიანი. „მთელი ქალაქი ცეცხლშია გახვეული და საშინელი სანახაობაა“, – განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ხანძრის ჩაქრობაზე 500-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. ნაშუადღევს ცნობილი გახდა დაღუპულების შესახებ. როგორც მხარის შერიფი კორი ჰოუნი აცხადებს, გადაცვლილია რამდენიმე ადამიანი, თუმცა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ეს ინფორმაცია ზუსტდება. ადილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაშავდა ორი მეხანძრე, რომლებმაც მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღეს. იმის გამო, რომ ხანძრის მასშტაბები იზრდება, კალიფორნიის ჩრდილოეთში რამდენიმე ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ახლავე დაიწყონ მოქალაქეების ევაკუაცია.

შეგახსენებთ, რომ წელს კალიფორნიაში რამდენიმე მასშტაბური ხანძარი იყო, ერთი – აგვისტოს დასაწყისში, როცა ლოს-ანჯელესის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, მოსახლეობის ევაკუაცია გამოეცხადებინა.

ნინო ხოშტარია

 

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close