სწავლასაბერძნეთი

ბერძნული ენა – მეთორმეტე გაკვეთილი

წარმოგიდგენთ ბერძნული ენის მეთორმეტე გაკვეთილს. დიალოგი ხორცის მაღაზიაში მიმდინარეობს.

თავდაპირველად გავეცნოთ დიალოგის ტექსტს:

Καλημέρα, κύριε κρεοπώλη (კალიმერა, კირიე კრეოპოლი) – გამარჯობა, ბატონო ხორცის გამყიდველო.
Καλημέρα, τι θα θέλατε σήμερα; (კალიმერა, ტი თა თელატე) – გამარჯობა, რას ინებებთ?
Θα ήθελα μερικές μπριζόλες (თა ითელა მერიკეს ბრიზოლეს) – მინდა რამდენიმე სტეიკი.
Πόσες θέλετε; (პოსეს თელეტე) – რამდენი გსურთ?
Περίπου ένα κιλό. Πόσες πέφτουν στο κιλό; – (პერიპუ ენა კილო. პოსეს პეფტუნ სტო კილო) – დაახლოებით ერთი კილო. რამდენი ნაჭერი გამოდის ერთი კილო?
Τέσσερις με έξι μπριζόλες. Θέλετε και κάτι άλλο; (ტესერის მე ექსი ბრიზოლეს. თელეტე კატი ალო) – ოთხიდან ექვს სტეიკამდე. გნებავთ სხვა რამე?
Θα ήθελα και ένα μπούτι αρνί. Έχετε; (თა ითელა კე ენა ბუტი არნი. ეხეტე) – ერთი ცხვრის ფეხიც მინდა. გაქვთ?
Μάλιστα, έχουμε. Θέλετε μεγάλο ή μικρό κομμάτι; (მალისტა, ეხუმე. თელეტე მეღალო ი მიკრო კომატი) – ცხადია გვაქვს. დიდი თუ პატარა ნაჭერი გსურთ?
Θέλω ένα ούτε πολύ μεγάλο, ούτε πολύ μικρό. Μέτριο. (თელო უტე პოლი მეღალო, უტე პოლი მიკრო. მეტრიო) – არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა, საშუალო.
Εντάξει. Ορίστε αυτό το κομμάτι. Βλέπετε, είναι πολύ καλό και τρυφερό. Όταν το μαγειρέψετε θα είναι πολύ μαλακό. (ენდაქსი. ორისტე ავტო ტო კომატი. ვლეპეტე, ინე პოლი კალო კე ტრიფერო. ოტან ტო გაღირეფსეტე თა ინე პოლი მალაკო) – კი ბატონო. ინებეთ ეს ნაჭერი. ხედავთ, ძალიან რბილია. როდესაც მოამზადებთ, კიდევ უფრო დარბილდება.
Ευχαριστώ. Πάντα μου δίνετε καλό κρέας. Πόσο κάνουν όλα μαζί; (ევხარისტო. პანდა მუ დინეტე კალო კრეას. პოსა კანუნ ოლა მაზი) – მადლობა. ყოველთვის კარგ ხორცს მაძლევთ ხოლმე. რა ღირს ყველაფერი ერთად?
Οι μπριζόλες δέκα ευρώ, το αρνί δεκαπέντε ευρώ, σύνολο είκοσι πέντε ευρώ. Να τα βάλω σε μια τσάντα; (ი ბრიზოლეს დეკა ევრო, ტო არნი დეკაპენდე ევრო, სინოლო იკოსი პენდე ევრო) – სტეიკი ათი ევრო, ცხვარი თხუთმეტი ევრო, ჯამში ოცდახუთი ევრო.
Παρακαλώ. Ευχαριστώ. (პარაკალო. ევხარისტო) – ინებეთ. მადლობა.
Τίποτα, καλή σας μέρα. (ტიპოტა. კალი სას მერა) – არაფრის. კარგი დღე გქონოდეთ.
Ευχαριστώ. Γεια σας. (ევხარისტო. იასას) – მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ.

ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა:
Κρεοπώλης (კრეოპოლის) – ხორცის გამყიდველი
μπριζόλα (ბრიზოლა) – სტეიკი
Κομμάτι (კომატი) – ნაჭერი, ნატეხი
Πάντα (პანდა) – ყოველთვის

როგორც წესი, გამუქებულია ხმოვნები, რომლებზეც მახვილი მოდის.

ახლა კი, ტრადიციულად, ვნახოთ ვიდეო:

 

ena-metertmete/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close