მსოფლიო

„ფედერალური ბიუჯეტიდან არანაირი დაფინანსსება აღარ იქნება!“ – დონალდ ტრამპი კალიფორნიის ხანძრებში შტატის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კალიფორნიაში ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრებში დამნაშავე შტატის ხელისუფლებაა, რომლებიც სათანადოდ ვერ მეთვალყურეობს ტყის მასივებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა დღეს თავის Twitter-ზე დაწერა.

„არ არსებობს სხვა მიზეზი ამ მასშტაბური, სასიკვდილო და დიდი ზარალის მომტანი ხანძრებისა კალიფორნიაში, გარდა იმისა, რომ ტყის სავარგულებს ცუდად მართავენ. ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი გამოიყოფა და ამდენი ადამიანი დაიღუპა ტყეების ცუდი კონტროლის გამო. [საჭიროა] ამის დაუყოვნებლივ გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფედერალური ბიუჯეტიდან არანაირი დაფინანსსება აღარ იქნება!“ – დაწერა ტრამპმა თავის ტვიტერზე.

ბოლო მონაცემებით, კალიფორნიის ჩრდილოეთში ძლიერი ტყის ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 3-მა მეხანძრემ კი დაზიანებები მიიღო. ცეცხლი შტატის დედაქალაქიდან – საკრამენტოდან ჩრდილოეთით, 150 კმ-ის მოშორებით მძვინვარებს და 360 კვ. კილომეტრზეა გავრცელებული. განადგურდა 6700 სახლი.

ვენტურას ოლქში შუა კვირაში გაჩენილი ხანძრის გამო კალიფორნიის 157 ათასი მცხოვრები საკუთარი სახლებიდან ევაკუირებულია, მათ შორის, ცნობილი ადამიანებიც. არსებობს დაახლოებით 20 ათასი შენობის დანგრევის საფრთხე. შტატის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ჰევინ ნიუსმა რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამერიკის პრეზიდენტმა ფედერალურ დონეზეც გამოაცხადა კალიფორნიის 3 ოლქში – ბიუტში, ვენტურასა და ლოს-ანჯელესში. ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან შტატს აუცილებელი სახსრები გამოუყონ როგორც სტიქიასთან საბრძოლველად, ისე შემდგომი აღდგენითი სამუშაოებისთვის.

ნიკო აბაშიშვილი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close