მიგრანტები იტალიაში: რომელ პროვინციაში რომელი ქვეყნების წარმომადგენლები ლიდერობენ

იტალიურმა გამოცემა Il Sole 24 Ore-მ შეისწავლა, რომელი ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტები არიან უმრავლესობაში (მთლიანობაში იქ მცხოვრებ მიგრანტთა შორის) ქვეყნის ყველა პროვინციის მიხედვით. საუბარია 3 მლნ 700 ათას უცხოელ მოქალაქეზე, რომლებიც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ლეგალურად იმყოფებიან იტალიაში მუდმივი ბინადრობის უფლებით.

იტალიის პროვინციების 40%-ში ალბანელები ლიდერობენ, ისინი მიგრანტთა შორის დიდ უმრავლესობაში არიან გენუაში, სიენაში, პიზასა და პერუჯაში. პროვინციების მიხედვით მეორე ადგილს იკავებენ მაროკოელი მიგრანტები (35%) – ისინი ლეგალურ მიგრანტებს შორის დიდ უმრავლესობაში არიან ტურინში, ბერგამოში, სალერნოსა და ბოლონიაში. სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ალბანელებს და მაროკოელებს საკმაოდ ჩამორჩებიან და მხოლოდ მცირედი უმრავლესობა აქვთ – მაგ., უკრაინელების რაოდენობა მცირედით აღემატება სხვა ლეგალურ მიგრანტებს ჩრდილოეთის ერთ პროვინციაში და 4 ცენტრალურ პროვინიცაში (ერთმანეთთან ახლოს მდებარე) რომის სამხრეთით, მათ შორის, ნეაპოლში.

მოლდოვის მოქალაქეები შედარებით უმრავლესობაში არიან პარმაში, ჩინელები – ფლორენციასა და პრატოში, ეგვიპტის მოქალაქეები – მილანში, ფილიპინების მოქალაქეები – რომსა და კალიარიში.

კვლევის ყველაზე მოულოდნელი შედეგი აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ლიდერობა პორდენონეში (პროვინცია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენეციასა და ბოლცანოს შორის).

გენუა

წყარო: https://regnum.ru/news/society/2510610.html

კომენტარები
Загрузка...