მსოფლიოnewsიტალია

იტალიაში სტიქიის გამო დაღუპულთა რიცხვმა 11-ს მიაღწია

თავსდამტყდარი სტიქიის გამო დაღუპულთა რიცხვმა იტალიაში 11-ს მიაღწია – ამ ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ავრცელებენ.

9 ადამიანის დაღუპვის ფაქტის დადასტურების შემდეგ სტიქიის კიდევ 2 მსხვერპლი იპოვეს: დადასტურდა იახტსმენის დაღუპვის ფაქტი, რომელიც მანამდე კალაბრიის სამხრეთ რაიონში ზღვაში დაიკარგა. ქვეყნის ჩრდილოეთში კი ტრენტინო ალტო ადიჯეს ავტონომიურ ოლქში აღმოაჩინეს გარდაცვლილი მეთევზე, რომელიც დღისით ტბის სანაპიროზე გაემართა, რათა ენახა, ხომ არ დაზიანდა მისი ნავი.

სტიქიას იტალიაში საგანგებო სამსახურის 6 ათასი თანამშრომელი ებრძვის. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საგანგებო სიტუაციის პიკმა გადაიარა, რადგანაც ამინდი ჩაცხრა და „ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ“. ვენეციის ისტორიულ ცენტრში წყლის დონემ 1 მეტრამდე დაიწია (გუშინ დღის სამი საათისთვის წყლის დონე 1,56 მეტრს აღწევდა. ეს ქალაქის ყველაზე დიდი წყალდიდობა იყო ბოლო წლების განმავლობაში).

უამინდობა იტალიიის ბევრ რაიონს გასულ შაბათ-კვირას დაატყდა თავს. მეტეოსაფრთხის „წითელი“ (უმაღლესი) დონე ორშაბათს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის 5 ოლქში გამოცხადდა, თუმცა შტორმულ ქარიშხლებსა და თავსხმა წვიმას ვერც იტალიის ცენტრალური და სამხრეთი რეგიონების ქალაქები გადაურჩა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close