კრიმინალიnewsსაქართველო

მკვლელობა, რომელმაც წუხელ მთელი საქართველო შეძრა, გახსნილია

წუხელ მთელი საქართველო შეძრა გორში დატრიალებულმა ტრაგედიამ: გოგონა, რომელსაც ოჯახი შუადღიდან ეძებდა, საღამოს გარდაცვლილი ნახეს. უფრო სწორად, მოკლული, რადგან თვითმხილველების თქმით, მას ძალადობის კვალი ეტყობოდა – ფეხები შეკრული ჰქონდა და კისერზე – მავთული მოჭერილი.

რვა წლის მოზარდი მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე იყო. სკოლაში აცხადებდნენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდეგ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა. მეზობლების თქმით, გოგონა სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს. გაუჩინარებული მოზარდის მშობლები ვერანაირ ვერსიას ვერ ასახელებდნენ. ბავშვს მთელი საღამო ეძებდნენ ახლობლები და მეზობლები და მოგვიანებით გორის სასამართლოს მიმდებარედ, მდინარე ლიახვის პირას იპოვეს. ყველა ვარაუდობდა, რომ გოგონა სხვაგან მოკლეს და შემდეგ გვამი მოიშორეს, რადგან სასამართლოს მიმდებარე ადგილები მათ რამდენჯერმე დაათვალიერეს.

გორში სასწრაფოდ ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირელი მოადგილე კახა საბანაძე. მან გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. დღეს დილით კი შსს-მ განაცხადა, რომ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე საეჭვო ბინაში ჩატარდა ჩხრეკა და აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

„მივუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახს, ეს მძიმე ტრაგედიაა საქართველოსთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წრამომადგენლების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ. ჩატარებული ღონისძებების შედეგად, იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოხსენებული მტკიცებულებების და ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ი. ნ. დაკავებულია“, – განაცხადა საბანაძემ. შს მინისტრის მოადგილეს დეტალებზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. დაკავებული მამაკაცი 33 წლისაა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close