საზოგადოებაnewsსაქართველო

თბილისი ხმაურიან ქორწილს ელოდება

თბილისი ერთი თვეა „ხმაურიან“ ქორწილს ელოდება. რეპერმა ბერა ივანიშვილმა ჯერ კიდევ სექტემბერში დაადასტურა ჭორები, რომელიც ზაფხულის მერე არ გამქრალა სოციალურ ქსელებში. მან ინსტაგრამზე თავის რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი…“

ბერას რჩეული მოდელი და მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეა, ბიძინა ივანიშვილის მეგობრის შვილი. მართალია, ოჯახი ქორწილისთვის ახლა ემზადება, თუმცა ახალგაზრდებმა თაფლობისთვე უკვე მოიწყვეს. ბერამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მეუღლესთან ერთად ეიფელის კოშკის ფონზე აქვს გადაღებული პარიზში. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბერამ ყველას მადლობა გადაუხადა და დაწერა: „დიდი მადლობა ყველა თქვენგანს თბილი სურვილებისთვის სიყვარულის ქალაქიდან“.

ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი 11 ნოემბერს კოჯორში, კერძოდ, „ბიოლიში“, ვიწრო წრეში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს. ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი გამომცემლობასთან ჰყვება, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება და, შესაბამისად, ქორწილში „ერისიონი“ მთელი შემადგენლობითაა დაპატიჟებული. თუ რატომ აირჩიეს ეს ადგილი ქორწილისთვის ივანიშვილებმა, ჯემალ ჭკუასელი ასე განმარტავს: „სუფთა ჰაერზე სურდათ ქორწილის გადახდა…“ ცნობილია, რომ ჯემალ ჭკუასელი უბადლო თამადაა და ხშირად უთამადია იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილიც ყოფილა სუფრაზე, მაგრამ ამჯერად იგი თამადა არ იქნება და ჯერჯერობით არ იცის, ვინ უხელმძღვანელებს ბერა ივანიშვილის ქორწილის სუფრას.

სქრინშოთი ბერას კლიპიდან „დროის მანქანა“

ქორწილი 11 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო ერთი თვით გადაიდო. ბერამ საცოლე თავის ბოლო კლიპში გადაიღო. სიმღერა „დროის მანქანა“ უკვე აიტვირთა იუთუბიზე და ერთ კვირაში მილიონამდე ნახვა აქვს.

ნინო ხოშტარია

ნახეთ ბერას კლიპი „დროის მანქანა“:

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close