ქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურასაბერძნეთი

საზეიმო კონცერტი ათენში საფრანგეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების მონაწილეობით

კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბერს, 15:00 საათზე ათენის დროით, ქ. ათენის ისტორიულ კინოთეატრ „ალკიონიში“ (ΑΛΚΥΟΝΙΣ) გაიმართება საზეიმო კონცერტი საფრანგეთისა და საბერძნეთის ქართული დიასპორის II და III თაობის ნიჭიერი წარმომადგენლების მონაწილეობით. ეს კონცერტი მეორე ინტერდიასპორული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებაა.

წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს.

ფესტივალს პატრონაჟს უწევს UNESCO-ს საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების ასოციაცია, მხარდამჭერია „საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმი“ (Ελληνικό Φόρουμ Μεταναστών).

კინოთეატრ „ალკიონის“ მისამართი: ქ. ათენის ცენტრი, იულიანუს ქ. 42-46 (Ιουλιανού 42-46), „ვიქტორიას მოედანთან“ ახლოს.

ბილეთის ფასი: 5€; მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და უმუშევარი ემიგრანტებისთვის დასწრება უფასოა.

ტელ.: 210.7211226, 6999.640412, 6995.956444, 6993.720503, 6994.079733

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close