ისტორიამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

დახვრეტა ფოტოკამერის წინ – ერთი ფოტოსურათის ისტორია 

ფოტოსურათი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, 1968 წელსა გადაღებული. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოსურათია. მისმა ავტორმა, ამერიკელმა ფოტოგრაფმა ედი ადამსმა მისთვის პულიცერის ცნობილი პრემიაც კი მიიღო, თუმცა ადამსი მთელი ცხოვრების მანძილზე შენდობას სთხოვდა სურათზე მარცხნივ გამოსახულ ადამიანს, რომელიც ფოტოს მიხედვით ჯალათად წარმოდგა.

ფოტოსურათი ვიეტნამის ომის საშინელებას გადმოსცემს. ადამიანი, რომელიც უიარაღო მსხვერპლს პისტოლეტით უსწორდება, სამხრეთვიეტნამელი გენერალი ლოანია. გენერალი თავში გასროლით კლავს ჩრდილოეთ ვიეტნამის კომუნისტური არმიის ოფიცერს ნგუემ ვან ლემს. თითქოს ყველაფერი ნათელია, თითქოს ცხადია, ვინაა მსხვერპლი და ვინ ჯალათი, თუმცა…

საბედისწერო გასროლამდე ცოტა ხნით ადრე ოფიცერმა ნგუემ ვან ლემმა პირადად დახვრიტა სამხრეთ ვიეტნამის პოლიციის თანამშრომელთა ჯგუფი და მათი ოჯახის წევრები, მათ შორის, ოფიცერი ნგუენ ტუანა 80 წლის დედასა და ექვს მცირეწლოვან შვილთან ერთად. როდესაც ნგუემ ვან ლენის დაჯგუფება დამარცხდა, მან სამოქალაქო ტანსაცმელი გადაიცვა და მიმალვას შეეცადა. ჯალათი ამოიცნეს, დააკავეს და გენერალ ლოანს მიუყვანეს.

მოწმეებმა დაადასტურეს ვან ლემის მხეცობის ამბავი. აღმოჩნდა, რომ მოკლული პოლიციელი გენერლის პირადი მეგობარი იყო. გენერალს ბევრი არ უფიქრია, პისტოლეტი ამოიღო და ბავშვებისა და მოხუცების მკვლელი სიცოცხლეს გამოასალმა. სწორედ ეს მომენტი აისახა ამერიკელი ფოტოგრაფის ფოტოსურათზე, რომელიც გენერალ ლოანს ჯალათად, ხოლო სისხლისმსმელ ტერორისტს მსხვერპლად წარმოაჩენს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close