ბერძული ენა – მეცხრე გაკვეთილი 

მეცხრე გაკვეთილი ორი ნაწილისგან შედგება. შესაბამისად, ორ ვიდეოს შემოგთავაზებთ.

პირველი დიალოგის ტექსტი: 

Γειά σας (იასას) – გამარჯობა. 

Γειά σας (იასას) – გამარჯობა. 

Είστε ξένη (ისტე ქსენი) – უცხოელი ბრძანდებით? 

Ναι, είμαι ξένη (ნე, იმე ქსენი) – დიახ, უცხოელი ვარ. 

Ξέρετε ελληνικά (ქსერეტე ელინიკა) – იცით ბერძნული? 

Λίγα (ლიღა) – ცოტათი. 

Μιλάτε Ελληνικά (მილატე ელინიკა) – საუბრობთ ბერძნულად? 

Όχι καλά (ოხი კალა) – არც ისე კარგად. 

Καταλαβαίνετε Ελληνικά (კატალავენეტე ელინიკა) – გესმით ბერძნული? 

Λίγο (ლიღო) – ცოტათი. 

Από πού είστε (აპო პუ ისტე) – სადაური ბრძანდებით? 

Είμαι από την Αμερική (იმე აპო ტინ ამერიკი) – ამერიკიდან ვარ. 

Είστε Αμερικανίδα (ისტე ამერიკანიდა) – ამერიკელი ხარ? 

Είμαι Ελληνοαμερικάνα (იმე ელინოამერიკანა) – ბერძნული წარმოშობის ამერიკელი ვარ.  

Είστε εδώ πολύ καιρό (ისტე ედო პოლი კერო) – დიდი ხანია აქ ბრძანდებით? 

Μιλάτε σας παρακαλώ πιο αργά. Σας καταλαβαίνω όταν μιλάτε αργά (მილატე სას პარაკალო პიო არღა? სას კატალავენო ოტან მილატე არღა) – შეგიძლიათ უფრო ნელა ისაუბროთ? როდესაც ნელა საუბრობთ, მესმის თქვენი.  

Συγνώμη, έχετε δίκιο. Θα μιλώ πιο αργά. Πόσο καιρό είστε εδώ (სიღნომი, ეხეტე დიკიო. თა მილო პიო არღა. პოსო კერო ისტე ედო) – ბოდიში, მართალი ბრძანდებით. უფრო ნელა ვისაუბრებ. რამდენი ხანია აქ იმყოფებით?   

Μόνο τέσσερίς μέρες (მონო ტესერის მერეს) – მხოლოდ ოთხი დღეა.  

ახლა კი იხილეთ ვიდეო: 

დიალოგის გაგრძელება: 

Ώστε είστε εδώ τέσσερις μέρες (ოსტე ისტე ედო ტესერის მერეს) – ანუ აქ უკვე ოთხი დღეა იმყოფებით.  

Ναι, ήρθα την Τετάρτη και σήμερα είναι Σάββατο (ნე, ირთა ტინ ტეტარტი კე სიმერა ინე სავატო) – დიახ, ოთხშაბათს ჩამოვედი და დღეს კი შაბათია.  

Πού μένετε; (პუ მენეტე) – სად ცხოვრობთ? 

Μένω στο ξενοδοχείο Ηλέκτρα (მენო სტო ქსენოდოხიო ილექტრა) – ვცხოვრობ სასტუმრო „ილექტრაში“. 

Σας αρέσει Αθήνα; (სას არესი ათინა) – მოგწონთ ათენი? 

Μου αρέσει πολύ. Μπορώ τώρα να πάρω κάτι; (მუ არესი პოლი. ბორო ტორა ნა პარო კატი) – ძალიან მომწონს. ახლა შემიძლია რამე შევუკვეთო? 

Τι θα θέλατε; (ტი თა თელატე) – რას ისურვებდით? 

Έναν ελληνικό καφέ (ენან ელინიკო კაფე) – ბერძნული ყავა. 

Πώς τον πίνετε; (პოს ტონ პინეტე) – როგორ სვამთ? 

Πώς τον πίνω; (პოს ტონ პინო) – როგორ ვსვამ? 

Ναι, δηλαδή πώς τον θέλετε, με λίγη ή πολύ ζάχαρη; (ნე, დილადი პოს ტონ თელეტე, მე ლიღი ი პოლი ზახარი) – დიახ. ანუ როგორ გსურთ: ცოტა თუ ბევრი შაქრით.  

Αυτό σημαίνει πώς τον πίνετε; (ავტო სიმენი პოს ტონ პინეტე) – ამას ნიშნავს „როგორ სვამთ”? 

Ναι, ακριβώς (ნე, აკრივოს) – დიახ, სწორედ ასეა.   

Με λίγη ζάχαρη παρακαλώ. Ευχαριστώ (მე ლიღი ზახარი პარაკალო. ევხარისტო) – ცოტა შაქრით თუ შეიძლება. მადლობა.  

დავიმახსოვროთ რამდენიმე ახალი სიტყვა: 

Αμερικανίδα (ამერიკანდა) – ამერიკელი (ქალი) 

Σημαίνει (სიმნი) – ნიშნავს

ξενοδοχείο (ქსენოდოხო) – სასტუმრო 

Ακριβώς (აკრივს) – ზუსტად 

ζάχαρη (ზხარი) – შაქარი

შენიშვნა: როგორც წესი, გამუქებულია ხმოვნები, რომლებზეც მახვილი მოდის.

მიაქციეთ ყურადღება, რომ წერისას კითხვითი წინადადების ბოლოს ბერძნები წერენ წერტილ-მძიმეს და არა კითხვის ნიშანს (ქართული და სხვა ენებისაგან განსხვავებით).

ვნახოთ მეორე ვიდეო: 

 წინა, მე-8 გაკვეთილი იხილეთ შემდეგ ლინკზე: 

ბერძნული ენა – მერვე გაკვეთილი

 

 

კომენტარები
Загрузка...