ბერძნული ენა – მერვე გაკვეთილი

მერვე გაკვეთილის თემაა თევზი, თევზის შეძენა და მისგან კერძის მომზადება. თევზი ყველგან პოპულარული საკვებია, საბერძნეთში კი – მით უმეტეს.

თავდაპირველად გავეცნოთ დიალოგის ტექსტს: 

Καλημέρα (კალიმერა) – გამარჯობა. 

Καλημέρα (კალიმერა) – გამარჯობა. 

Πώς είσαι σήμερα (პოს ისე სიმერა) – როგორ ხარ დღეს? 

Είμαι καλά, ευχαριστώ (იმე კალა, ევხარისტო) – კარგად ვარ, მადლობა. 

Πού πηγαίνεις (პუ პიღენის) – სად მიდიხარ? 

Πηγαίνω στην αγορά (პიღენო სტინ აღორა) – ბაზარში მივდივარ. 

Τόσο πρωί (ტოსო პროი) – ასე დილით (ასე ადრე)? 

Ναι, θέλω να δω αν τα ψαράδικα έχουν φρέσκα ψάρια (ნე, თელო ნა დო ან ტა ფსარადიკა ეხუნ fრესკა ფსარია) – დიახ, მინდა ვნახო, აქვთ თუ არა თევზის მაღაზიებს ახალი თევზი. 

Θα ψήσεις ψάρια σήμερα (თა ფსისის ფსარია სიმერა) – დღეს თევზს შეწვავ? 

Ναι, μια φορά την εβδομάδα τρόμε ψάρι (ნე, მია fორა ტინ ევდომადა ტრომე ფსარი) – დიახ, კვირაში ერთხელ ვჭამთ თევზს. 

Τα παιδιά τρώνε ψάρι  (ტა პედია ტრონე ფსარი) – ბავშვები ჭამენ თევზს? 

Δεν τους αρέσει πολύ, αλλά το τρώνε (დენ ტუს არესი პოლი, ალა ტო ტრონე) – მანცდამაინც არ მოწონთ, მაგრამ ჭამენ. 

Ελπίζω να βρεις φρέσκα ψάρια (ელპიზო ნა ვრის fრესკა ფსარია) – იმედი მაქვს იშოვი ახალ თევზს. 

Ευχαριστώ, καλή μέρα να έχεις (ევხარისტო, კალი მერა ნა ეხის) – მადლობა, კარგ დღეს გისურვებ. 

Κ’ εσύ το ίδιο. Καλή μέρα (კ ესი ტო იდიო. კალი მერა) – კარგ დღეს გისურვებ.  

ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა:

Αγορά (აღორ) – ბაზარი 

Ψάρι (ფსრი) – თევზი 

Ψαράδικο (ფსარდიკო) – თევზის მაღაზია  

Ελπίζω (ელპზო) – იმედი მაქვს  

როგორც წესი, გამუქებულია ხმოვნები, რომლებზეც მახვილი მოდის.

ახლა კი ვნახოთ ვიდეო, რომელშიც ფრაზები ორ-ორჯერ მეორდება და ინგლისური სუბტიტრებიც ახლავს: 

იხ. წინა, მე-7 გაკვეთილი ამ ლინკზე:

ბერძნული ენა – მეშვიდე გაკვეთილი 

კომენტარები
Загрузка...