fbpx
მსოფლიოnewsიტალია

არნოლდ შვარცენეგერი კიევს პირველად ეწვია

„სამწუხაროდ, ბევრი დრო არ გვქონდა, მაგრამ ცოტა რამ მაინც დავათვალიერებინე ჩემს მეგობარ არნის, რომელიც პირველად ეწვია ჩვენს ქალაქს. შვარცენეგერი ბიზნესფორუმზე ჩამოფრინდა და ჩვენ მას სიხარულით შევხვდით, ერთად გავისეირნეთ, ვისადილეთ“, – დაწერა კიევის მერმა, ყოფილმა პროფესიონალმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ თავის ფეისბუქგვერდზე.

ჰოლივუდის მსახიობმა, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა კიევში თავისი მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ სექტემბერში განაცხადა, აგვისტოს დასაწყისში  კი კლიჩკო აცხადებდა, რომ სკაიპით ელაპარაკა არნოლდ შვარცენეგერს, დაბადების დღე მიულოცა (30 ივლისს შვარცენეგერი 71 წლის შესრულდა) და კიევში დაპატიჟა; მსახიობიც შეჰპირდა, რომ უახლოეს 2 თვეში ჩამოვიდოდა და პირობა შეასრულა.

კლიჩკოს თქმით, შვარცენეგერს მოეწონა გასეირნება კიევში და დაჰპირდა, რომ კიდევ ჩამოვა. ვიტალი კლიჩკომ თავის ფეისბუქვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა.

.

I'll be back! – Сказав Арні:))). Бо сподобався йому Київ і Україна.

Gepostet von Віталій Кличко am Samstag, 13. Oktober 2018

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close