ბერძნული ენა – მეშვიდე გაკვეთილი 

წარმოგიდგენთ ბერძნული ენის მეშვიდე გაკვეთილს. დიალოგის თემა ამჯერად არის მოგზაურობა.

გავეცნოთ დიალოგის ტექსტს: 

Γεια σου, Νίκο (იასუ ნიკო) –  გამარჯობა, ნიკო. 

Γεια σου, Άννα(იასუ ანა) – გაგიმარჯოს, ანა. 

Ταξίδι πάλι Νίκο (ტაქსიდი პალი ნიკო) – ისევ სამოგზაუროდ (მიდიხარ), ნიკო? 

Ναί, Άννα (ნე ანა) – დიახ, ანა.  

Πού πηγαίνεις (პუ პიღენის) –  სად მიდიხარ? 

Πηγαίνω στα νησιά (პიღენო სტა ნისია) – კუნძულებზე მივდივარ. 

Πώς θα πας (პოს თა პას) – როგორ იმგზავრებ? 

Συνήθως πηγαίνω με αεροπλάνο. Αυτή τη φορά όμως θα πάω με πλοίο (სინითოს პიღენო მე აეროპლანო. ავტი ტი fორა ომოს თა პაო მე პლიო) – ჩვეულებრივ, თვითმფრინავით ვმგზავრობ, მაგრამ ამჯერად გემით წავალ. 

γιατί (იატი) – რატომ? 

Επειδή δε βρήκα τη θέση στο αεροπλάνο (ეპიდი დე ვრიკა ტი თესი სტო აეროპლანო) – რადგანაც თვითმფრინავში ადგილი (ბილეთი) ვერ ვიშოვე. 

Πόσο καιρό παίρνει το ταξίδι με το πλοίο (პოსო კერო პერნი ტო ტაქსიდი მე ტო პლიო) – რამდენ ხანს გრძელდება გემით მგზავრობა? 

Όλη τη νύχτα. Από τις όχτο το βράδυ, μέχρι τις έξι το πρωί της άλλης μέρας (ოლი ტი ნიხტა. აპო ტის ოხტო ტო ვრადი, მეხრი ტის ექსი ტო პროი ტის ალის მერას) – მთელი ღამე. საღამოს რვა საათიდან – მეორე დღის დილის ექვს საათამდე.  

Και το αεροπλάνο, πόσο καιρό κάνει (კე ტო აეროპლანო, პოსო კერო კანი) – თვითმფრინავით მგზავრობა რამდენ ხანს გრძელდება? 

Μόνο σαράντα λεπτά (მონო სარანდა ლეპტა) – მხოლოდ ორმოცი წუთი. 

Εγώ ποτέ δεν θα πήγαινα με πλοίο. Θα πήγαινα πάντα με αεροπλάνο. Αν δεν έβρισκα το εισιτήριο, θα έφευγα την άλλη μέρα. Καλό σου ταξίδι (ეღო პოტე დენ თა პიღენა მე პლიო. თა პიღენა პანდა მე აეროპლანო. ან დენ ევრისკა ტო ისიტირიო, თა ეfევღა ტინ ალი მერა. კალო სუ ტაქსიდი) – მე ვერასდროს ვიმგზავრებდი გემით. ყოველთვის თვითმფრინავით წავიდოდი. თუკი ვერ ვიშოვიდი ბილეთს, მეორე დღეს წავიდოდი. ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.  

Ευχαριστώ. Θέλεις να έρθεις μαζί μου (ევხარისტო. თელის ნა ერთის მაზი მუ) – მადლობა. გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა? 

Όχι, ευχαριστώ, κάποια άλλη φορά (ოხი, ევხარისტო, კაპია ალი fორა) – არა, მადლობა. სხვა დროს იყოს.   

ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა და გამოთქმა: 

Αεροπλάνο (აეროპლანო) – თვითმფრინავი. 

Ταξίδι (ტაქსიდი) – მოგზაურობა. 

Πηγαίνω(პიღენო) – მივდივარ. 

Πλοίο (პლოი) – გემი 

Πόσο καιρό (პოსო კერო) – რამდენი ხანი, რა დრო. 

Όλη τη νύχτα (ოლი ტი ნიხტა) – მთელი ღამე. 

Άλλη φορά (ალი fორა) – სხვა დროს. 

Καλό σου ταξίδι (კალო სუ ტაქსიდი) – ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.  

დამატების სახით: ბერძნულ ენაში არსებობს სიტყვები, რომლებიც ერთნაირად გამოითქმის, მაგრამ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ეს სიტყვები სწორად დავწეროთ. გრამატიკაში ამ ფენომენს ომონიმია ეწოდება, ასეთ სიტყვებს – ომონიმები. ვნახოთ მაგალითები: 

(დანიკს) δανεικός (ნასესხები) – Δανικός (დანიელი, დანიის მცხოვრები) 

(დრმა) δράμα (დრამა, თეატრალური ნაწარმოები) – Δράμα (ქალაქი საბერძნეთში)  

(ტა) ήττα (მარცხი) – ήτα (იტა, ასო-ბგერის სახელწოდება ბერძნულ ენაში)  

(ის) ιός (ვირუსი) – υιός (ვაჟიშვილი)  

(კრიტიკს) Κρητικός (კუნძულ კრეტის მაცხოვრებელი) – κριτικός (კრიტიკოსი) 

(მოს) όμως (თუმცა, გრამატიკული კავშირი) – ώμος (მხარი, ადამიანის სხეულის ნაწილი)  

(პლი) πάλι (ისევ, კვლავ) – πάλη (ჭიდაობა) 

(პრა) πείρα (გამოცდილება) – πήρα (ავიღე)  

როგორც ყოველთვის, გამუქებულია ხმოვნები, რომლებზეც მახვილი მოდის.

ახლა კი, ტრადიციულად, ვნახოთ ვიდეო და ყურადღებით მოვუსმინოთ რაც შეიძლება მეტჯერ: 

 

წინა, მე-6 ვიდეოგაკვეთილი იხილეთ ამ ლინკზე:

ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილები – მეექვსე გაკვეთილი

 

 

კომენტარები
Загрузка...