სწავლასაბერძნეთი

ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილები – მეექვსე გაკვეთილი

წარმოგიდგენთ ბერძნული ენის მეექვსე გაკვეთილს. დიალოგის თემა არის ამინდი.

თავდაპირველად გავეცნოთ დიალოგის ტექსტს:

Γεια σου, Άννα (იასუ ანა) – გამარჯობა, ანა.

Γεια σου, Νίκο(იასუ ნიკო) – გაგიმარჯოს, ნიკო.

Ωραία μέρα (ორეა მერა) – შესანიშნავი დღეა.

Ναί, πολύ ωραία (ნე, პოლი ორეა) – დიახ, ძალიან კარგი.

Θα βρέξει – (თა ვრექსი) – იწვიმებს?

Δε νομίζω (დე ნომიზო) – არა მგონია.

Άκουσες τον καιρό (აკუსეს ტონ კერო) – მოისმინე ამინდის პროგნოზი?

Τον άκουσα (ტონ აკუსა) – დიახ, მოვისმინე.

Και τι λέει (კე ტი ლეი) – და რას ამბობენ?

Λέει πως το απόγευμα θα βρέξει (ლეი პოს ტო აპოღევმა თა ვრექსი) – ამბობენ, რომ ნაშუადღევს გაწვიმდება.

Λέει για χιόνι (ლეი ია ხიონი) – ხომ არ მოთოვს?

Όχι, δε θα χιονίσει. Δεν κάνει πολύ κρύο για να χιονίσει. (ოხი, დე თა ხიონისი. დენ კანი პოლი კრიო ია ნა ხიონისი) – არა, არ მოთოვს. არ ცივა ისე ძალიან, რომ მოთოვოს.

Σου αρέσει το χιόνι (სუ არესი ტო ხიონი) – მოგწონს თოვლი?

Μου αρέσει, όταν κάθομαι σπίτι και δεν πρέπει να δουλέψω (მუ არესი, ოტან კათომე სპიტი კე დენ პრეპი ნა დულეფსო) – მომწონს, როცა სახლში ვარ და არ ვმუშაობ.

Γεια σου, Άννα. Καλή μέρα (იასუ ანა. კალი მერა) – ნახვამდის ანა, კარგ დღეს გისურვებ.

Γεια σου, Νίκο. Καλή σου μέρα, επίσης (იასუ ნიკო. კალი სუ მერა ეპისის) – ნახვამდის, ნიკო. შენც ასევე.

ტექსტში გამოყენებულია იდიომური გამოთქმა: Λέει πως το απόγευμα θα βρέξει (ლეი პოს ტო აპოღევმა თა ვრექსი). სიტყვასიტყვით ითარგმნება: „ამბობენ, რომ ნაშუადღევს გაწვიმდება“. იგულისხმება, რომ ამინდის პროგნოზის მიხედვით ნაშუადღევს გაწვიმდება, ანუ ითქვა ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას. სიტყვა „ლეი“-ს მნიშვნელობა კონტექსტის მიხედვით ყოველთვის არ არის „ამბობს“, მაგ., როდესაც ვინმეს შეხვდებით, შეგიძლიათ ჰკითხოთ: „ტი ლეი“ (Τι λέει), რაც სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს: „რას ამბობს?“, მაგრამ ამ შემთხვევაში იგულისხმება: „როგორ ხარ?“

ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა:

Ωραία (ორა) – მშვენიერი, შესანიშნავი

Καιρός (კერს) – ამინდი

Χιόνι (ხინი) – თოვლი

Επίσης (ეპსის) – ასევე, აგრეთვე

(გამუქებულია ხმოვნები, რომლებზეც მახვილი მოდის).

აქვე დამატების სახით: ბერძნულ ენაში საკმაოდ ბევრია სიტყვა, რომლებსაც ზუსტად ერთნაირი ფონოლოგიური შემადგენლობა აქვს (ანუ ერთნაირად გამოითქმის), მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს იმის მიხედვით, სად დავსვამთ მახვილს. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მახვილის სწორად დასმას. შეცდომის შემთხვევაში სულ სხვა სიტყვას ვიტყვით და არა იმას, რომლის თქმასაც ვაპირებდით. მაგალითად:

παίρνω (პრნო) – ვიღებ; περνώ (პერნ) – ვატარებ (დროს)
κάνεις (კნის) – აკეთებ; κανείς (კანს) – არავინ
νόμος (ნმოს) – კანონი; νομός (ნომს) – ოლქი, რეგიონი
γέρος (გროს) – მოხუცი; γερός (გერს) – ძლიერი, მტკიცე
διάφορα (დიfორა) – სხვადასხვა; διαφορά (დიაfორ) – სხვაობა
χώρος (ხროს) – სივრცე, ადგილი, ოთახი; χορός (ხორს) – ცეკვა

(გამუქებულია ხმოვნები, რომლებზეც მახვილი მოდის).

რამდენჯერმე წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები.

ახლა კი, ტრადიციულად, ვნახოთ ვიდეო:

წინა, მე-5 გაკვეთილი იხ. ამ ლინკზე:

ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილები – მეხუთე გაკვეთილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close