მსოფლიოპოლიტიკაnews

პოლონეთში ამერიკის მუდმივი სამხედრო ბაზა განთავსდება – გადაწყვეტილება მიღებულია

პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა უკვე მიიღო, ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხებია დარჩენილი, – ამის შესახებ  პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ Polsat News-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ამერიკული ბაზის არსებობა პოლონეთის უსაფრთხოების გარანტია და რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი იქნება.

„ვერ ვიხსენებ, რუსეთს ოდესმე გადაეწყვიტოს ისეთ ქვეყანაზე თავდასხმა, სადაც ამერიკული ბაზებია განთავსებული“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.

მისი თქმით, ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსება პოლონეთის სახელმწიფოს არ უხსნის პასუხისმგებლობას, გააძლიეროს საკუთარი არმია.

ანჯეი დუდას ინფორმაციით, სამხედრო ბაზისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნას ერთი წელი დასჭირდება.

ცოტა ხნის წინათ ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი ვარშავას 1,5-2 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივი ამერიკული სამხედრო ბაზისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა მაშინ ხუმრობით აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო ბაზას შეიძლება „ფორტ ტრამპი“ ეწოდოს.

ამჟამად პოლონეთის ტერიტორიაზე, როტაციულ საფუძველზე, 3500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

რუსეთის რეაქცია ამ ფაქტთან დაკავშირებით მწვავეა. რუსეთის გოსდუმაში მსჯელობისას ერთ-ერთმა დეპუტატმა პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებას „ქვეყნის ოკუპაციის სიმბოლო“ უწოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close