ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილები – გაკვეთილი მეოთხე

მეოთხე გაკვეთილში წარმოდგენილი დიალოგი დაგეხმარებათ აითვისოთ ლექსიკა, რომელიც საჭიროა, რათა თანამოსაუბრეს აუხსნათ რომ თავს კარგად ვერ გრძნობთ.

სანამ ვიდეოს ნახავთ, ტრადიციულად წაიკითხეთ დიალოგის ტექსტი:
Χαίρετε (ხერეტე) – გამარჯობა!
Πώς είσαι (პოს ისე) – როგორ ხარ?
Είμαι καλά, ευχαριστώ. Και εσείς, πώς είστε (იმე კალა, ევხარისტო. კე ესის პოს ისტე) – კარგად ვარ. თქვენ როგორ ბრძანდებით?
Εγώ δεν είμαι καλά σήμερα (ეღო დენ იმე კალა სიმერა) – მე დღეს კარგად არ ვარ.
Τι έχεις – (ტი ეხის) – რა გაქვს (რა გჭირს)?
Έχω πονοκέφαλο (ეხო პონოკეფალო) – თავის ტკივილი მაქვს (თავი მტკივა).
Θέλεις μια ασπιρίνη (თელის მია ასპირინი) – გინდა ასპირინი?
Όχι, ευχαριστώ. Πήρα δυο το πρωί (ოხი, ევრახისტო. პირა დიო ტო პროი) – არა, მადლობა. დილით ორი [აბი] მივიღე (დავლიე).
Πού πηγαίνεις τώρα (პუ პიღენის ტორა) – ახლა სად მიდიხარ?
Πηγαίνω στο ιατρό (პიღენო სტო იატრო) – ექიმთან მივდივარ.
Περαστικά σου (პერასტიკა სუ) – გამოჯანმრთელებას გისურვებ.
Ευχαριστώ (ევხარისტო) – მადლობა.

ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა:

πρωί – პროი – დილა
Ιατρός – იატროს – ექიმი
Πονοκέφαλο – პონოკეფალო – თავის ტკივილი
Χαίρετε – ხერეტე – გამარჯობა (ასეთი სახით პატივისცემის ნიშნად, ან უცხო ადამიანს ესალმებიან).
Πήρα – პირა – ამ სიტყვას კონტექსტის მიხედვით სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს: ავიღე, მივიღე, ვიყიდე.

ახლა კი, ტრადიციულად, ვნახოთ ვიდეო:

იხილეთ წინა (მესამე) გაკვეთილი:

ბერძნული ენის ვიდეოგაკვეთილები – გაკვეთილი მესამე

კომენტარები
Загрузка...