მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი თბილისსა და ათენში ჩაფრინდა

ზაფხულის ბოლო დღეს ქართულ და ბერძნულ ინტერნეტსაიტებზე ერთდროულად გავრცელდა ინფორმაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავის თბილისსა და ათენში ჩაფრენის თაობაზე.


უკრაინული ავიაკომპანია Antonov Airlines-ის კუთვნილი An-225 Mriya 1985 წელს აიგო და დღემდე ამ სახეობის თვითმფრინავის ერთადერთი ეგზემპლარია. ავიალაინერის წონა ტვირთის გარეშე 285 ტონას შეადგენს, სიგრძე 84 მეტრია, სიმაღლე – 18.2 მეტრი. 2001 წელს აღნიშნულმა სატრანსპორტო საშუალებამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როდესაც ჯამში 253 820 კგ ტვირთი გადაზიდა.
უკრაინული წარმოების გიგანტური თვითმფრინავი 31 აგვისტოს თბილისისა და ათენის აეროპორტებში ჩაფრინდა. უცნობია, რა სახის ტვირთი ჩაიტანა ლაინერმა საქართველოსა და საბერძნეთის დედაქალაქებში, თუმცა საზოგადოების ინტერესი კი ნამდვილად გამოიწვია.

ვიდეოზე ასახულია უკრაინული თვითმფრინავის პირველი ვიზიტი ათენის აეროპორტში 5 წლის წინათ, 2013 წელს:

კომენტარები
Загрузка...