ეკონომიკავიდეოსაქართველო

ბალტიისპირელი ენთუზიასტები ქართული ჩაის წარმოების აღორძინებას ცდილობენ (ვიდეო)

ჩვენი საიტი უკვე წერდა ხუთი ახალგაზრდის შესახებ, რომლებიც საქართველოში ესტონეთიდან და ლიეტუვიდან ჩამოვიდნენ და იმერეთში მიტოვებული ჩაის პლანტაციების აღდგენას შეუდგნენ. იხილეთ სტსტია ამ ლინკზე: https://nostal.ge/2018/05/22/rogor-cdiloben-estoneli/

მათ დააარსეს სავაჭრო ბრენდი Renegade Tea Estate და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტის წარმოება დაიწყეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდიგორში ჩაის პლანტაციების იჯარით აღების შემდეგ ინვესტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში ერთი მიტოვებული შენობის რეკონსტრუქცია დაიწყეს, სადაც ჩაის ფაბრიკა გამართეს.
ჩვენს საიტს საშუალება მიეცა ადგილზე გასცნობოდა ბალტიისპირელი ახალგაზრდების საქმიანობას. საგულისხმოა, რომ საწარმოო განყოფილება უკვე ფუნქციონირებს. ამჟამად სასაწყობე განყოფილების მშენებლობა სრულდება. რაც შეეხება ოფისს, როგორც ჩვენთან საუბარში მიინა სააკმა აღნიშნა, ეს საკითხი ყველაზე ნაკლებად ადარდებს და, შესაბამისად, ყველაზე გვიან მოაწყობენ. გთავაზობთ ექსკლუზიურ ვიდეომასალას, რომელშიც ესტონელი ინვესტორი თავის საქმიანობასა და გეგმებზე, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმების ახალი პერსპექტივის შესახებ მოგვითხრობს:

შენიშვნა: თუკი ავტომატურად არ ჩაირთო ქართული სუბტიტრები, გააქტიურეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ბალტიისპირელი ინვესტორების ფეისბუქგვერდი:

https://www.facebook.com/rngdteaestate/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close