სამზარეულო

შემწვარი ღორის ხორცი პორტვეინის საწებლით

ეს კერძი, მაღალფარდოვანი სახელის მიუხედავად, ძალზე იოლად მზადდება. იგი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას ან თუნდაც რომანტიკულ ვახშამს საყვარელ ადამიანთან ერთად. შავი ქლიავის წყალობით ღორის ხორცი ცოტათი მოტკბო გემოს იღებს, პორტვეინი კი მას პიკანტურობას სძენს. კერძს გარნირად ძალიან უხდება ნივრიანი შემწვარი კარტოფილი.

საჭირო პროდუქტი: 900 გ ღორის ხორცი (უმჯობესია სუკი), 3 ს/კ ფქვილი, 1 ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 100 მლ თეთრი პორტვეინი, 150 მლ ხორცის ბულიონი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ მარილი.

ხორცი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და მარილიან ფქვილში ამოსვარეთ. ტაფას დაასხით 1 ს/კ ზეთი და კარგად გაახურეთ. შეწვით ხორცი 3-4 წთ-ის განმავლობაში, თან ურიეთ.

ხორცი ტაფიდან გადმოიღეთ და მასზე დარჩენილ ზეთში მოშუშეთ ხახვი და ნიორი. როგორც კი ხახვი შეწითლდება, ხორცი ისევ ტაფაზე დააბრუნეთ და წინასწარ მომზადებული შავი ქლიავი დაამატეთ. ქლიავი შუაზე გაჭერით (ძალიან წვრილად არ დაჭრათ, მისი გემო კერძში უნდა იგრძნობოდეს! უმჯობესია, ახალი შავი ქლიავი გამოიყენოთ, ჩირი შესაფერის გემოს არ იძლევა).

ცეცხლს აუწიეთ და ხორცს პორტვეინი დაუმატეთ, იგი უნდა ამოშრეს და კერძი თავის გემოვნური თვისებებით გაამდიდროს, როგორც კი ღვინო ამოშრება, დაამატეთ ბულიონი, დაახურეთ სახურავი და 10-15 წთ საშუალო ცეცხლზე დატოვეთ.

შემდეგ გადაანაწილეთ ეს მასა ცეცხლგამძლე ფორმებში, დაახურეთ თავზე და 200 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში შედგით დაახლოებით 35-40 წთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close