სამზარეულო

გაყინული იოგურტი ჟოლოთი – ნაყინის დაბალკალორიული შემცვლელი ცხელ ზაფხულში

ცხელ ზაფხულში რა უნდა ინატროს ადამიანმა, თუ არა ნაყინი?! მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა ერთი და ორი ცალით პირის ჩატკბარუნება საკმარისი არ გვეჩვენება და თან ფიგურასაც ვუფრთხილდებით? სწორედ ამიტომაც გთავაზობთ ნაყინის შემცვლელს – გაყინულ იოგურტს, მსუბუქ და გემრიელ დესერტს.

ეს სასარგებლო ბაქტერიებისა და ცილების ნამდვილი „ბუკეტი“ იდეალურად გამოდგება მათთვის, ვინც ხშირად დგება სასწორზე. ალბათ ასეთი შესავლის შემდეგ იმის ხსენება უკვე ზედმეტია, რომ გაყინული იოგურტი ჰოლივუდის ვარსკვლავების დიეტებში ბოლო დროს განსაკუთრებულ ადგილს იმკვიდრებს.

ამჯერად ამ დესერტის იმ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელიც ჟოლოთი მზადდება (შეგიძლიათ მარწყვი გამოიყენოთ ან სხვა კენკრა).

დაგჭირდებათ: 450 გ გასუფთავებული ჟოლო, 240 გ ნატურალური იოგურტი, 130 გ ყავისფერი შაქრის პუდრი, 1 ჩ/კ ახალგამოწურული ლიმონის წვენი, 2 ჩ/კ არაყი (სურვილისამებრ).

მომზადების წესი: ჟოლო აურიეთ შაქარსა და არაყში, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. გადააფარეთ ცელოფანი და ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით გააჩერეთ. დროდადრო ამოურიეთ. შემდეგ გადაიტანეთ ბლენდერში ან კომბაინში, დაუმატეთ იოგურტი და ლიმონის წვენი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თავზე დაახურეთ და მაცივარში შედეთ 1 სთ-ით. შემდეგ გამოიღეთ, კიდევ ათქვიფეთ და მოათავსეთ საყინულეში 4-5 საათით.

რჩევა: გაითვალისწინეთ, რომ გაყინულ მდგომარეობაში პროდუქტები ცოტათი გემოს იცვლის, ამიტომაც როდესაც დესერტს ოთახის ტემპერატურაზე გასინჯავთ, ის ოდნავ მეტად შაქრიანი და არომატული უნდა იყოს.

დაამზადეთ მარწყვის ლიქიორი – ზაფხულის ნამდვილი ელექსირი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close