კულტურა

„ჩვენი კულტურა სხვებისას ჯობია…“ – კვლევის შედეგები

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია Pew Research Сenter-მა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო გაერკვიათ, რამდენად ამაყობენ ევროპული ერები თავიანთი კულტურით. კვლევის დროს 33 ევროპული სახელმწიფოს მოსახლეობას დაუსვეს კითხვა, რამდენად ეთანხმებიან შემდეგ მოსაზრებას: „ჩვენ არ ვართ იდეალური ერი, მაგრამ ჩვენი კულტურა სხვებისაზე უპირატესია“.

კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივლისამდე, გამოიკითხა 18 ქვეყნის მოსახლეობა, ხოლო მეორე ეტაპზე, 2017 წლის აპრილიდან აგვისტომდე – დამატებით 15 ქვეყნის მოქალაქეები.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ საკუთარი კულტურით ყველაზე მეტად იმ ქვეყნების მცხოვრებნი ამაყობენ, რომელთა მთავარ რელიგიას მართლმადიდებლობა წარმოადგენს – მათ შორის პირველ ადგილზე ბერძნები არიან. კითხვაში გამოთქმულ აზრს ბერძნების 89 პროცენტი იზიარებს. მეორე ადგილზე ქართველები არიან – 85 პროცენტი, ხოლო მესამეზე სომხები – 84 პროცენტი. მართლმადიდებლებს შორის, ამ მხრივ, ბოლო ადგილზე უკრაინელები არიან – უკრაინელთა მხოლოდ 41 პროცენტს მიაჩნია, რომ მისი ქვეყნის კულტურა სხვებისაზე უკეთესია.

კათოლიკურ ქვეყნებს შორის პოლონეთი ლიდერობს – 55 პროცენტი, ხოლო პროტესტანტულ სახელმწიფოებს შორის ყველაზე ამაყი ნორვეგიის მოსახლეობაა – 58 პროცენტი.

ყველაზე თავმდაბალი რელიგიურად მრავალფეროვანი ესტონეთის, უმეტესად კათოლიკური ბელგიის (23-23 პროცენტი) და კათოლიკური ესპანეთის მოსახლეობა აღმოჩნდა (20 პროცენტი).

წყარო:

http://www.pewforum.org/2017/05/10/religious-belief-and-national-belonging-in-central-and-eastern-europe/pf_17-05-10_centraleasterneurope_superiorculture420px/

http://www.pewforum.org/2018/05/29/nationalism-immigration-and-minorities/pf_05-29-18_religion-western-europe-01-04/

ინფოგრაფიკა საიტიდან on.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close