სამზარეულო

სომხური ლავაში (სამარხვო)

სიტყვა „ლავაში“ თურქულიდან „კეთილ, სასარგებლო საკვებს“ ნიშნავს. პურის ეს სახეობა უძველესია და სომხურ სამზარეულოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

საჭირო პროდუქტი: 2.5-3 ჩ/ჭ ფქვილი, 1/2 ჩ/კ შაქარი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ს/კ მცენარეული ზეთი, 1 ჩ/კ მშრალი საფუარი, 1 ჩ/ჭ წყალი.

მომზადების წესი: თბილ წყალში გახსენით მშრალი საფუარი, დაუმატეთ მცენარეული ზეთი, შაქარი და მარილი. მოზილეთ ელასტიკური ცომი და გააჩერეთ ერთი საათი. როცა ცომი ამოვა, ამოაგუნდავეთ და გაყავით რამდენიმე ნაწილად. ცომის გუნდები 5 წუთი კიდევ გააჩერეთ. თითოეულს მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ თხლად, 2 სმ-ის სისქეზე და დადეთ ცხელ ტაფაზე. გამოაცხვეთ თითო წუთი ორივე მხრიდან. გამოიღეთ, გადააფარეთ თბილი ტილო და როცა გაცივდება, შეინახეთ პოლიეთილენის პარკში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close