საბერძნეთის პოლიციამ 21 მაისის სპეცოპერაციის შედეგები გამოაქვეყნა

21 მაისს საბერძნეთის პოლიციამ ქალაქ ათენსა და ატიკის ოლქში დიდი სპეცოპერაცია ჩაატარა. დააკავეს საქართველოს 18 მოქალაქე, აგრეთვე, ერთი ბერძენი, ერთი ერაყელი და ერთი ბულგარელი. დაკავებულებს ბრალად ედებათ ბინების გატეხა და ნარკოტიკების უკანონოდ გადატანა.


21 მაისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულებთან ერთად ბრალი წარედგინა კიდევ 22 პირს, რომელთაგან 5 უკვე პატიმრობაში იმყოფება.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ საქმიანობა 2017 წლის შუა ხანებში დაიწყო და, ძირითადად, ატიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ბინების ძარცვით იყო დაკავებული. მძარცველები ხშირ შემთხვევაში ოჯახებში დამხმარედ მომუშავე ქალებს იყენებდნენ, რომლებიც მათ სახლში ფულისა და ძვირფასეულობის არსებობის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, ასევე, სახლის გასაღების ასლებით ამარაგებდნენ.

ბრალდებულების საცხოვრებელი ბინებიდან პოლიციამ ამოიღო სპეციალური ინსტრუმენტები, რომლებიც ბინის გასატეხად გამოიყენება. ასევე ამოღებულია ძვირფასეულობა, ფული და იარაღი. დაკავებულების ვინაობას პოლიცია ამ ეტაპზე არ ამჟღავნებს.

კომენტარები
Загрузка...