newsკრიმინალი

ათენის ექსარხიის რაიონში პოლიციასა და ანარქისტებს შორის ომი დაიწყო

ექსარხიის რაიონის მცხოვრებთა მრავალრიცხოვანი საჩივრის შემდეგ პოლიცია გუშინ, 10 მაისს საღამოს შეეცადა დაეშალა ანარქისტთა „ტუსოვკები“ ამ რაიონში, მაგრამ ისეთ ძლიერ და ორგანიზებულ წინააღმდეგობას წააწყდა, რომ უკან დაიხია.

პოლიციამ ოპერაცია ექსარხიის რაიონში ანარქისტთა თავყრილობების დასაშლელად მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 მაისს საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ათენის ექსარხიის რაიონში სიტუაციის ნორმალიზების შესახებ, თუმცა ანარქისტთა დაჯგუფებებმა პოლიციას, პრაქტიკულად, მყისიერად გაუწიეს წინააღმდეგობა. ისინი დუბინკებით, ქვებითა და მოლოტოვის კოქტეილებით იყვნენ შეიარაღებულები.

მოვლენები ექსარხიის რაიონს გასცდა: 23 საათზე ათენის დროით 100-ზე მეტი ახალგაზრდა ანარქისტი მოედანზე გამოიჭრა და  და თავს დაესხა სპეცრაზმს, რომელიც პატისიონის და ხალკოკონდლუს ქუჩებზე იყო დისლოცირებული. ანარქისტებმა პოლიციელებს ქვები, ფლეშფლაერები  და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს და ორგანიზებულად დაიხიეს უკან, ექსარხიისკენ.

შეგახენებთ, რომ მარტში ექსარხიის რაიონის 400-მა მცხოვრებმა ათენის პროკურორს საჩივრით მიმართა მათ რაიონში აუტანელი მდგომარეობის თაობაზე. პროკურორმა საგამოძიებო კომისია დანიშნა, მაგრამ ექსარხიის მცხოვრებლებმა თავიანთი წერილი ცენტრალურ მედიასაშუალებებში გამოაქვეყნეს, რის შემდეგაც მთავრობას და პარლამენტს  მკაცრი გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ ამ რაიონში სიტუაციის ნორმალიზებისთვის. გადაწყვეტილება 9 მაისს მიიღეს და უკვე 10 მაისს, ათენის დროით 23 საათზე დაიწყო ომი პოლიციასა და ანარქისტებს შორის.

დაძაბულობა გრძელდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგს მიაღწევს პოლიცია.

წყარო: rua.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close