ჭაბუკ ქართველ ძიუდოისტთა ბრწყინვალე გამარჯვება

პირველ მაისს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გამართულ ძიუდოს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 2001-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, საქართველოს უმცროს ჭაბუკთა ნაკრებმა (2002 -2003 წწ.) ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა: 5 ოქრო, 5 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. შეჯიბრი 9 წონით კატეგორიაში ჩატარდა და 4 ფინალში ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ჩემპიონები გახდნენ: გუგა ამირხანაშვილი (50 კგ), კოტე კაპანაძე (55 კგ), გიორგი ტერაშვილი (66 კგ), დავით არუთინიანი (73 კგ), გიგა ტატიაშვილი (მძიმე წონა).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თორნიკე მაზიაშვილმა (50 კგ), გიორგი ჭყოიძემ (66 კგ), ზურაბ ჩაგელიშვილმა (73 კგ), თომა მოხევიშვილმა (81 კგ), უშანგი ენუქიძემ (მძიმე წონა).

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა დავით ბახბახიშვილი (55 კგ).

საქართველოს უმცროს ჭაბუკთა ნაკრებს ახლავთ მწვრთნელები – თამაზ კარიაული და დავით კობერიძე.

ქართველი ძიუდოისტები აგრძელებენ ერთობლივ ვარჯიშს აქტაუში და საქართველოში 3 აპრილს, გვიან საღამოს დაბრუნდებიან.

კომენტარები
Загрузка...