შვრიის ბურთულები თაფლითა და თხილით

საჭირო პროდუქტი: 1 ჩ/ჭ შვრია, 1 ჩ/ჭ ფქვილი, 3/4 ჩ/ჭ თხილი, 1/2 ჩ/ჭ შაქარი, 125 გ კარაქი, 2 ს/კ თაფლი, 2 ს/კ წყალი.

მომზადების წესი: შვრია, ფქვილი, შაქარი, წყალი და თხილი აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და თაფლი. გააკეთეთ ბურთულები, დააწყვეთ ტაფაზე შორი-შორს და გამოაცხვეთ ჰაერღუმელში  180-200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

კომენტარები
Загрузка...