fbpx
სამზარეულო

სალათა ბრინზათი ან ფეტათი

საჭირო პროდუქტი: 3 საშუალო ზომის პომიდორი, 2 კიტრი, 1 ბულგარული წიწაკა, 150 გ ბრინზა, ან ფეტა, ან ჩვეულებრივი ყველი, ოხრახუში, 2 ს/კ ძმარი ბალზამიკო, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, შავი პილპილი.

მომზადების წესი: პომიდორი და კიტრი დაჭერით მრგვლად ან თქვენთვის სასურველ ფორმებად. ბულგარულ წიწაკას მოაშორეთ თესლი და დაჭერით ჩხირებად. დაჭერით ყველი და მწვანილი. ბოსტნეული, მწვანილი და ყველი მოათავსეთ სასალათეში. ბალზამიკოს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ახალდაფქული შავი წიწაკა, კარგად შეაზავეთ და სალათას მოასხით. შეგიძლიათ ყველი დახეხოთ და ზემოდან მოაყაროთ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close