სალათა თევზითა და ფორთოხლით

მსუბუქი და ძალიან გემრიელი სალათა განსაკუთრებით იმ ქალებს გამოადგებათ, რომლებიც ფიგურის შენარჩუნებაზე ზრუნავენ.

საჭირო პროდუქტი: 150 გ ნებისმიერი წითელი თევზი, 3-4 კვერცხი, 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტი, 30 გ ზეთისხილი, 50 გ ყველი, მაიონეზი, მარილი, პილპილი.
გასაფორმებლად: 2 ს/კ წითელი ხიზილალა და რამდენიმე მარცვალი ზეთისხილი.
მომზადების წესი: კვერცხები მაგრად მოხარშეთ მარილწყალში. ჩააწყვეთ თასში, დაასხით ცივი წყალი, გააცივეთ და გაფცქვენით. გულები დაკეპეთ დანით, ხოლო ცილა გახეხეთ. თევზი დაჭერით. ფორთოხალს კანი მოაცალეთ და რბილობი პატარა კუბებად დაჭერით, ზეთისხილი კი – რგოლებად. ეს ყველაფერი ფენა-ფენა დაალაგეთ: პირველი ფება – ცილის ნახევარი, მაიონეზი, ცოტა მარილი და პილპილი; მეორე – კვერცხის გული, ცოტა მაიონეზი, მარილი და პილპილი; მესამე – თევზის ნახევარი; მეოთხე – ზეთისხილი; მეხუთე – დარჩენილი თევზი; მეექვსე – ყველი და ცოტა მაიონეზი; მეშვიდე – ფორთოხალი. ბოლოს დააყარეთ დარჩენილი კვერცხის ცილა, მარილი და პილპილი, დაასხით მაიონეზი. სალათა გააფორმეთ ხიზილა­ლით და ზეთისხილით. სუფრაზე მიტანამდე რამდენიმე საათი მაცივარში გააჩე­რეთ.

რჩევა: თუ მაიონეზის გამოყენება არ გინდათ, შეგიძლიათ დაბალპროცენტიანი არაჟნით შეცვალოთ.

კომენტარები
Загрузка...