სკოლის მოსწავლე „სელფის“ გადაღებას ემსხვერპლა

პარასკევს, 20 აპრილს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ათენის კერაცინის მუნიციპალიტეტში. სკოლის მოსწავლე მობილური ტელეფონით სურათის გადაღების მცდელობის დროს კლდიდან გადავარდა.


შემთხვევა ანდრეა პაპანდრეუს სახელობის პარკში მოხდა. 16 წლის ბიჭი კლდეზე აცოცდა, რათა საკუთარი მობილური ტელეფონით სელფი გადაეღო. სავარაუდოდ, მან ორიენტაცია დაკარგა და ამის გამო 60 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, რომელმაც ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვლილი მოზარდი ოჯახის ერთადერთი შვილი იყო.

კომენტარები