სამზარეულო

სპაგეტი „ბოლონეზე“ – გემრიელი იტალიური კერძი ბოლონიური რაგუთი

ამ ცნობილი კერძის მომზადება ნებისმიერმა იტალიელმა იცის. სოუსი „ბოლონეზე“, რომელსაც მშობლიურ ბოლონიაში Ragù alla Bolognese ეწოდება, სწორედაც რომ რაგუა და არა მარტო სპაგეტის, არამედ კარტოფილის პიურესაც ძალიან უხდება.

საჭირო პროდუქტი:

  • 700 გ საქონლის ხორცის ფარში
  • 500 გ სპაგეტი
  • 800 გ პომიდორი
  • 200 მლ მშრალი წითელი ღვინო
  • 4 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 მსხვილი სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • შაშკვლავი (ბაზილიკი)
  • თავშავა (ორეგანო)
  • მარილი, წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესი:

ფარში მოშუშეთ ტაფაზე 1 ს. კ. ზეთში. ნიორი, ხახვი, ოხრახუში წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. ბოსტნეული ქვაბში მოათავსეთ, დაასხით 3 ს. კ. ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ რამდენიმე წუთი, თან ურიეთ. დაუმატეთ ბოსტნეულს მოშუშული ფარში და კარგად გადაურიეთ. ქვაბში ჩაასხით ღვინო და დააცადეთ ალკოჰოლს აორთქლება. დაუმატეთ დაჭყლეტილი პომიდორი, დაჭრილი შაშკვლავი (ბაზილიკი) და ორეგანო. ქვაბს სახურავი დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1 საათი. დროდადრო მოურიეთ. სოუსი შესქელდება და ერთგვაროვანი გახდება. დაუმატეთ მარილი და წიწაკა.

მოხარშეთ სპაგეტი ჩვეულებრივად, როგორც შეფუთვაზეა მითითებული, გადაიტანეთ ლანგარზე და ზემოდან მოასხით სოუსი. შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი პარმეზანი და მორთოთ შაშკვლავის ფოთლებით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close