სამზარეულო
სალათა ჭარხლითა და ყველით
საჭირო პროდუქტი: 4 ცალი მოხარშული ჭარხალი,150 გ ყველი ან ხაჭო, 1 ღერი ნიახური, 1 კბილი ნიორი, 1 ჩ/ჭ მოხალული დარჩეული მარილიანი მზესუმზირის მარცვლები, 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 1 ლიმონის წვენი, 2 ს/კ მცენარეული ზეთი, 3-4 ჩ/კ ბროწეულის წვენი, 1/2 ჩ/ჭ ბროწეულის მარცვლები, წითელი წიწაკა, კვლიავი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: მოხარშული ჭარხალი დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად. ყველი დაჭერით კუბებად, დაუმატეთ მზესუმზირა, ძალიან წვრილად დაჭრილი ნიახური და გახეხილი ნიორი. კარგად აურიეთ.
ცალკე, მინის ან ფაიფურის ჭურჭელში აურიეთ ლიმონისა და ბროწეულის წვენი, ზეთი, წიწაკა, მარილი, კვლიავი. მიღებული სოუსი მოასხით სალათას. თავზე მოაწყვეთ ბროწეულის მარცვლები და მორთეთ ოხრახუშით.
კომენტარები