newsსაქართველო

ბერძნული როკჯგუფის უსიამოვნო თავგადასავალი თბილისში

12 აპრილს თბილისში ჩავიდა ბერძნული როკჯგუფი ROTTING CHRIST, რომლის წევრებსაც აეროპორტში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვათ. ჯგუფი საქართველოს დედაქალაქს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გასტროლების ფარგლებში ეწვია.

ჯგუფის სოლისტის, საკის ტოლისის განცხადებით, ისინი თბილისში ხუთშაბათს, დილით ადრე ჩაფრინდნენ. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საკისი და მისი ძმა პოლიციამ შეაჩერა და გასაუბრებაზე წაიყვანა. საბოლოოდ, გასაუბრების ნაცვლად მათ პასპორტები და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.

უსიამოვნო პროცედურა დაახლოებით 12 საათს გაგრძელდა. ჯგუფის დანარჩენი წევრები ადვოკატსა და კონცერტის ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ. მათი ჩარევის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს.

საკის ტოლისის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კმაყოფილი დარჩა, რადგან კონცერტი წარმატებით ჩატარდა. ის მადლობას უხდის თბილისელ მეგობრებს დახმარებისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბერძენი მომღერლების დაკავების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი საბუთების შემოწმებისას შეფერხდნენ, რაც თავად დაკავებად შეაფასეს. საკის ტოლისის ინფორმაციით, მას ადვოკატმა განუმარტა, რომ ქართველ სამართალდამცველებს მომღერლები, ჯგუფის სახელწოდების გამო (ქართულად ითარგნება, როგორც „ხრწნადი ქრისტე“), სატანისტები ეგონათ და გაუგებრობაც ამ გარემოებამ გამოიწვია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close