კრიმინალიnewsსაბერძნეთი
ათენში ორი ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკავეს
ორშაბათს, 2 აპრილს ათენში, პატისიონის ქუჩაზე მოძრავ ტროლეიბუსში საქართველოს ორი მოქალაქე მოხუცებულისთვის საფულის მოპარვის მცდელობისას დააკავეს.
ქურდობის დროს ტროლეიბუსში იმყოფებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები, რომლებმაც მძარცველები დანაშაულის ადგილას დააკავეს. რამდენადაც დაკავებულებმა გაქცევა სცადეს, მათ დამატებით პოლიციელზე თავდასხმისთვის წარედგინათ ბრალი.
როგორც გამოძიების მასალებიდან დასტურდება, დაკავებულები სისტემატურად ძარცვავდნენ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას. პოლიციას მინიმუმ ათი ასეთი შემთხვევის დამადასტურებელი მონაცემები აქვს. საქმეს პროკურატურა იძიებს.
კომენტარები